ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფ. შინდისში, იოსებ მანსვეტაშვილის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფ. შინდისში, იოსებ მანსვეტაშვილის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016282
  • Word
196
06/06/2017
ვებგვერდი, 15/06/2017
000000000.00.101.016282
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფ. შინდისში, იოსებ მანსვეტაშვილის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №196

2017 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფ. შინდისში, იოსებ მანსვეტაშვილის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) მთაწმინდის რაიონში, სოფ. შინდისში, იოსებ მანსვეტაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ფაზისის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) მთაწმინდის რაიონში, სოფ. შინდისში, იოსებ მანსვეტაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს კოლხეთის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

 გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                               გიორგი ალიბეგაშვილი