დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ხეივნის I ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი ჩიხისთვის ფილოლოგის, პროფესორ რევაზ სირაძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 194 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016280 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №194
2017 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, ხეივნის I ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი ჩიხისთვის ფილოლოგის, პროფესორ რევაზ სირაძის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის − „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) კრწანისის რაიონში, ხეივნის I ქუჩას და მასთან არსებულ ორ ჩიხს მიენიჭოს ფილოლოგის, პროფესორ რევაზ სირაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;
ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები