დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, უჩა ჯაფარიძის ქუჩის გაგრძელებისა და მასთან არსებული ჩიხისთვის უჩა ჯაფარიძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 193 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016279 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №193
2017 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, უჩა ჯაფარიძის ქუჩის გაგრძელებისა და მასთან არსებული ჩიხისთვის უჩა ჯაფარიძის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის − „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ვაკის რაიონში გაგრძელდეს უჩა ჯაფარიძის ქუჩა და მასთან არსებულ ჩიხს მიენიჭოს უჩა ჯაფარიძის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;
ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები