ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, სოფ. აგარაკში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის და მათთან არსებული ჩიხებისთვის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, სოფ. აგარაკში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის და მათთან არსებული ჩიხებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 187
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016273
  • Word
187
06/06/2017
ვებგვერდი, 15/06/2017
000000000.00.101.016273
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, სოფ. აგარაკში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის და მათთან არსებული ჩიხებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №187

2017 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, სოფ. აგარაკში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის და მათთან არსებული ჩიხებისთვის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ვაკის რაიონში, სოფ. აგარაკში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს აგარაკის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ვაკის რაიონში, სოფ. აგარაკში მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სამ ჩიხს მიენიჭოს შუა მინდვრის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კმ., №6).

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                        გიორგი ალიბეგაშვილი