„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 19/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016148
13
13/06/2017
ვებგვერდი, 14/06/2017
010260020.35.175.016148
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2017 წლის 13 ივნისი

ქ. მცხეთა

 

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის 13 დადგენილებაში (matsne.gov.ge. 010260020.35.175.016065. 01/04/2015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგანგანყოფილებებისგან.

1.1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

) საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილება;

) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.“.

2. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საქმისწარმოების განყოფილების კომპეტენცია

საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

) მერიის საქმისწარმოებას;

) მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;

) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;

) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;

) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას, შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა  და ინდექსაციას;

) დოკუმენტის გადაცემას შემსრულებლისათვის;

) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;

) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

) გასული დოკუმენტების გაგზავნას;

) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;

) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას.“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების კომპეტენცია

ადამიანური რესურსების მართვის  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;

ბ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;

გ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;

დ) მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;

) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების თაობაზე საკითხების მომზადებას;

) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი