,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016146
11
13/06/2017
ვებგვერდი, 14/06/2017
010250000.35.175.016146
,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2017 წლის 13 ივნისი

ქ. მცხეთა

 

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტიებსა და საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე მუხლის  შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010250000.35.175.016053; 20/01/2015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის

1. მე-3 მუხლს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, აპარატის საჯარო მოსამსახურეების პირადი საქმეების შექმნასა და შენახვას, ამზადებს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.“

2. მე-5 მუხლს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება

ახდენს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, აპარატის საჯარო მოსამსახურეების პირადი საქმეების შექმნასა და შენახვას, ამზადებს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი