„ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 287
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 080080050.10.003.019996
287
12/06/2017
ვებგვერდი, 14/06/2017
080080050.10.003.019996
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №287

2017 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №684 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/12/2014, 080080050.10.003.018304) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 161  მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს  თანდართული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესი.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი  არეგულირებს  ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის  წესს,  მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაში მონაწილე სუბიექტებსა და მათ კომპეტენციას.

მუხლი  2.  ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტები

1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში,  კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი  ორგანოები, საგამოძიებო ორგანოები ან/და სასამართლო ორგანო.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უწყებები მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ახდენენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი უფლებამოსილების შესაბამისად, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გაცემის ან სისხლისამართლებრივი დევნის ღონისძიებების განხორციელების გზით.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უწყებების გარდა, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ასევე ახდენს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი (შემდგომში – მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

მუხლი 3. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის შექმნის წესი, უფლებამოსილება და შემადგენლობა

1. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი იქმნება გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ.

2. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის წევრების შერჩევის კრიტერიუმებს ადგენს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, თავისი გადაწყვეტილებით.

3. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი შედგება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი 12 წევრისგან. ამ ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი, ექიმი, ფსიქიატრი და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი.

4. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის საქმიანობაში, დამატებით, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებს სახალხო დამცველი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

5. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის წევრობა არ წარმოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას.

6. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო ადამიანის უფ­ლებათა დაცვის საკითხებში (სამსახური).

მუხლი 4. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის უფლებამოსილების ვადა

1.  მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის უფლებამოსილების ვადა შეადგენს 3  წელს.

2. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის წევრს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე  უწყდება წევრობა:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის წევრისათვის დაკისრებული მოვალეობების  სისტემატური შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში;

გ) მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის წევრის მიერ მსხვერპლის ან სავარაუდო მსხვერპლის მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი, დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის ახალი შემადგენლობა არ იქნა დამტკიცებული, მსხვერპლის იდენტიფიცირების  ჯგუფის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.   

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ  მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის წევრის მიერ მოვალეობების სისტემატურ შეუსრულებლობაში იგულისხმება, მსხვერპლის იდენტიფიცირების პროცედურაში მონაწილეობის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოსთვის ადამიანის უფ­ლებათა დაცვის საკითხებში (სამსახური) დასტურის მიცემის შემთხვევაში, მისი სხდომაზე ზედიზედ 5-ჯერ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, ხოლო არაჯეროვან შესრულებაში – მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მუშაობაში ხელის შეშლა, არასაპატიო მიზეზით კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული   რომელიმე სფეროს (პროფესიის) ბოლო (დარჩენილ) წარმომადგენელსაც ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის სრული შემადგენლობის 1/4-ს ვადაზე ადრე შეუწყდებათ უფლებამოსილება, მათ ნაცვლად ახალი წევრების შერჩევა და დამტკიცება ხდება მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის წევრთა შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად.

მუხლი  5.  მსხვერპლის იდენტიფიცირების პროცედურის დაწყების საფუძველი     

1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის თაობაზე იდენტიფიცირების პროცედურის დაწყების საფუძველია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ წარდგენილი ინფორმაცია და შევსებული საიდენტიფიკაციო კითხვარი, რომელიც განსახილველად წარედგინება მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს.

2. საიდენტიფიკაციო კითხვარის შევსებისა და წარდგენის უფლება აქვთ:

ა) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დასადგენად საჭირო პროცედურების მწარმოებელ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს;

ბ) სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს;

გ) სავარაუდო მსხვერპლს;

დ) სავარაუდო მსხვერპლის კანონიერ წარმომადგენელს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმებს ადგენს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია.

4. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია, შეხვდეს სავარაუდო მსხვერპლს და/ან მიიწვიოს შესაბამისი სპეციალისტი.  

5. იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო მსხვერპლი თავად ავსებს კითხვარს, სავალდებულოა მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის სხდომის ფარგლებში  მასთან გასაუბრება.   

6. სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრება უნდა განხორციელდეს ამ წესით საიდენტიფიკაციო კითხვარის განხილვისათვის განსაზღვრულ ვადაში.

7. თუ  სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრება ვერ ხორციელდება საიდენტიფიკაციო კითხვარის განხილვისათვის განკუთვნილ ვადაში, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის გადაწყვეტილებით საქმის განხილვა შესაძლებელია შეჩერდეს  არა უმეტეს 5 დღით.

8. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს პირისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებამდე უფლება აქვს, სავარაუდო მსხვერპლის მიმართ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახური კონფლიქტის და/ან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს  მესამე  პირ(ებ)ისაგან.

მუხლი 6. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის სამდივნოს უფლებამოსილება 

1. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის სამდივნო:

ა) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს უფლებამოსილი სუბიექტების მიერ წარდგენილ ინფორმაციასა და შევსებულ საიდენტიფიკაციო კითხვარს;

ბ) ანაწილებს საქმეებს მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის წევრებს შორის;

გ) საქმეების განაწილებისას ვალდებულია, დააკომპლექტოს ჯგუფი ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული  სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე პირებისაგან და  უზრუნველყოს მათი ჩართულობა;

დ) უფლებამოსილი სუბიექტების მიერ წარდგენილ ინფორმაციასა და შევსებულ საიდენტიფიკაციო კითხვარს, ელექტრონული ფორმით, დაუყოვნებლივ აწვდის განხილვაში მონაწილე მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის წევრებს;

ე) იწვევს და წარმართავს მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის სხდომას;

ვ) განსაზღვრავს მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის სხდომის თარიღს, დროსა და დღის წესრიგს;

ზ) ატყობინებს მსხვერპლის იდენტიფიცირების  ჯგუფის სხდომის თარიღსა და დროს მსხვერპლის იდენტიფიცირების საკითხის განხილვაში მონაწილე ჯგუფის წევრებს, ასევე საიდენტიფიკაციო კითხვარის წარმდგენ სუბიექტებს სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა;

თ) იმ შემთხვევაში, თუ იდენტიფიცირების საკითხის განხილვაში მონაწილე მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის რომელიმე  წევრი ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, იწვევს ალტერნატიულ წევრს;  

 ი) მონაწილეობს სხდომებში მდივნის სტატუსით, ადგენს და ხელს აწერს მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის სხდომის ოქმებს;

კ) ადგენს მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მისაღები გადაწყვეტილების პროექტს;

ლ) იღებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ განცხადებას;

მ) ჯგუფის გადაწყვეტილებით, ამ  წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, ადგენს ოქმს;

ნ) მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის წევრებთან ერთად ხელს აწერს ამ მუხლით განსაზღვრულ ოქმებს, რომლებშიც უნდა აღინიშნოს:

ნ.ა) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი;

ნ.ბ) საქმის სარეგისტრაციო ნომერი;  

ნ.გ) სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო;

ნ.დ) კომისიის შემადგენლობა და სხდომის მდივანი;

ნ.ე) საიდენტიფიკაციო კითხვარის წარმდგენი სუბიექტის მონაცემები;

ნ.ვ)  საქმის გარემოებების მოკლე აღწერა;

ნ.ზ) სხდომაზე წარდგენილი მტკიცებულებების ჩამონათვალი და სხდომაზე მიწვეული პირების ვინაობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ნ.თ) დაინტერესებულ პირთა, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებები და შეკითხვებზე პასუხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ნ.ი) მოწმეთა  ჩვენებები,  მტკიცებულებების  გამოკვლევის მონაცემები    (ასეთის არსებობის შემთხვევაში);  

ო) მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ აცნობებს გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებულ მხარეებს და უგზავნის მათ გადაწყვეტილების ასლს;

 პ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისთვის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა  და ოქმს დაუყოვნებლივ გადასცემს სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს.

2. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის სამდივნო, ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის შეუფერხებელ საქმიანობას.

მუხლი 7. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ

1. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ სავარაუდო მსხვერპლისთვის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ მიმართვას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ  ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის არ გამოიყენება  „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები დამცავი/შემაკავებელი ორდერები, ასევე იმ შემთხვევაში, თუკი სავარაუდო მსხვერპლს მინიჭებული არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.

2. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი იკრიბება, საჭიროებისამებრ, საიდენტიფიკაციო კითხვარის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების ან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

3. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის სხდომა ტარდება კოლეგიურად.

4. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის სხდომაზე, ამ წესის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სამდივნოს მიერ მიწვეულ უნდა იქნეს მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის 5 წევრი.

5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას მიწვეულ წევრთაგან ესწრება არანაკლებ 3  წევრისა.   

6. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი გადაწყვეტილებას  სავარაუდო მსხვერპლისათვის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ იღებს კანონის, უფლებამოსილი სუბიექტების მიერ წარდგენილი ინფორმაციის, შევსებული საიდენტიფიკაციო კითხვარის, ასევე მის მიერ დამატებით მოპოვებული ინფორმაციისა და ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრებისას მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.  

7. საიდენტიფიკაციო კითხვარის წარმდგენი უფლებამოსილი სუბიექტი  პირისათვის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის ან განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს. ის უფლებამოსილი სუბიექტის სახელით მხოლოდ წარადგენს საიდენტიფიკაციო კითხვარს განსახილველად და აწვდის მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს უფლებამოსილი ორგანიზაციების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის ფაქტზე.  

8. საკითხის შესწავლის შემდეგ მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი პირისათვის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის ან განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილზე თათბირის საფუძველზე, ღია კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით.

9. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:

ა) გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის დასახელებას;

ბ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღს;

გ) სავარაუდო მსხვერპლის მონაცემებს;

დ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღწერას;

ე) მტკიცებულებების ჩამონათვალს, რომელსაც დაეყრდნო ჯგუფი        გადაწყვეტილების მიღებისას;

ვ) დასაბუთებას მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისა და სტატუსის განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ;

ზ) სტატუსის მოქმედების ვადას (თარიღის მითითებით);

თ) მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის წევრების ხელმოწერას გადაწყვეტილების შესახებ, ჯგუფის წევრ(ებ)ის პოზიციის მითითებით.

10. საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი,   ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე  პირისათვის დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, ამზადებს რეკომენდაციას შესაბამისი უწყებისადმი.

11. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ სავარაუდო მსხვერპლისათვის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში ჯგუფი დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას სავარაუდო მსხვერპლს სტატუსის მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმისა და სტატუსის მინიჭების შემთხვევაში არსებული სერვისებისა და ამ სერვისებით სარგებლობის შესახებ.

12. გადაწყვეტილებას მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის ან მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრი და ის ძალაში შედის  ხელმოწერისთანავე.

13. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის წევრი არ არის უფლებამოსილი,  არასაპატიო მიზეზით უარი თქვას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე ან გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერაზე.

14. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი გადაწყეტილებას იღებს და აქვეყნებს ჯგუფის სახელით.

15. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ პირისათვის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის ან განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას თან ერთვის ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შედგენილი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის მდივანი და ჯგუფის წევრები.

16. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის თათბირი და კენჭისყრის პროცესი კონფიდენციალურია და მას არ შეიძლება ესწრებოდნენ  საიდენტიფიკაციო კითხვარის წარმდგენი სუბიექტი და სავარაუდო მსხვერპლი.

მუხლი 8. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საქმის განხილვის ვადები

1. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი იკრიბება საჭიროებისამებრ და საიდენტიფიკაციო კითხვარის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყეტილებას პირისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების ან  სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

2. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს უფლება აქვს, შეაჩეროს საქმის განხილვა იმ შემთხვევაში, თუ საქმის შესწავლის პერიოდში წარმოიშვა ობიექტური სირთულეები (ჯგუფის წევრის ავადმყოფობა, მტკიცებულებების შეგროვებისთვის საჭირო დრო და სხვ.), რის გამოც შეუძლებელია საქმის განხილვის გაგრძელება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის განხილვის შეჩერების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 5 დღეს. საქმის განხილვის შეჩერების დრო არ ჩაითვლება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

მუხლი 9. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ საქმის წარმოების კონფიდენციალობა და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის გადაწყვეტილების საჯაროობა

1. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ სავარაუდო მსხვერპლის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობა მისთვის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის ან სტატუსის განსაზღვრაზე უარის თქმის მიუხედავად.

2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ საქმის წარმოების პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო სხდომები დახურული.

3. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის წევრები, სამდივნოს თანამშრომლები,  იდენტიფიცირების პროცესში მონაწილე სუბიექტები ვალდებულნი არიან, დაიცვან იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ საქმის წარმოების დროს.

მუხლი 10. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ საქმის წარმოებაში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები

1. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვაში, თუ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი ან არსებობს საკითხის დამოუკიდებელი და ობიექტური შეფასების სხვა  ხელის შემშლელი გარემოებები, კერძოდ: 

ა) თვითონ არის მხარე წარმოებაში;

ბ) ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია (ოჯახის წევრად, ამ დებულების მიზნებისთვის, ითვლებიან „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები);  

გ) სახელშეკრულებო ან პირად ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან ან ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან ან  მის წარმომადგენელთან;  

დ) არსებობს სხვა გარემოებები, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს საქმის მიუკერძოებლად და სამართლიანად განხილვას.

 2. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ საქმის წარმოებაში მონაწილე ჯგუფის წევრი, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის გამოვლენის შემთხვევაში, ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს საქმის წარმოებაში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ.  

მუხლი 11.  ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მოქმედების ვადა

მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი ძალაშია მინიჭებიდან 18 თვის განმავლობაში, ხოლო თუ მსხვერპლი სარგებლობს თავშესაფრით − მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისათვის „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით.

მუხლი 12. სტატუსის გაგრძელებისა და ხელახლა მინიჭების წესი

1.  ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება, მიმართოს მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს სტატუსის გაგრძელების ან ხელახლა მინიჭების მოთხოვნით.

2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის გაგრძელება ხდება ამ წესის შესაბამისად, მოქმედი სტატუსის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2017 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი