დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საკრედიტო კოოპერატივის „ლიხაურის საკრედიტო კავშირი“-სთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 538 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 09/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №538
2017 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
საკრედიტო კოოპერატივის „ლიხაურის საკრედიტო კავშირისთვის” ლიცენზიის გაუქმების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:
1. საკრედიტო კოოპერატივს „ლიხაურის საკრედიტო კავშირი“ (საიდენტიფიკაციო კოდი №237078880) გაუუქმდეს არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რკ „ლიხაურის საკრედიტო კავშირისთვის“ ლიცენზიის და სალიცენზიო მოწმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2003 წლის 2 აპრილის №269 განკარგულება.
3. საკრედიტო კოოპერატივს „ლიხაურის საკრედიტო კავშირის” ლიკვიდატორად დაინიშნოს ხათუნა სალუქვაძე (პირადი ნომერი 33001021114).
4. ლიკვიდატორი ვალდებულია იხელმძღვანელოს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 და მე-12 მუხლების დებულებებით.
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
მურთაზ კიკორია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები