ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 13/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016324
10/2017
13/06/2017
ვებგვერდი, 14/06/2017
010240000.15.008.016324
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №10/2017

2017 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 20 იანვრის №1/2017 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საოლქო საარჩევნო კომისიების საბიუჯეტო განაცხადის ფორმები (ფორმა №1, №1-1, №2-1, №1-2/2-2, №1-3, №2-3, №1-4, №1-5, №2-4, №2-5, №3, №4) დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისათვის განისაზღვროს საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსების საორიენტაციო ზღვრული მოცულობები დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს წარუდგინონ ინფორმაცია არაუგვიანეს 15 ივლისისა, ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, დანართი 2-ით დადგენილი დაფინანსებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების გათვალისწინებით.
მუხლი 4
დამტკიცდეს ცესკოს მიერ ჩასარიცხი, საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გამოყოფილი დაფინანსების თანდართული ფორმა, დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 5
დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს, ამ დადგენილების პირველი მე-4 მუხლების მიხედვით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა, ცესკოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ცესკოს დადგენილების პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.
მუხლი 6
ცესკოს მიერ, ამ დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე.
მუხლი 7
აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით შესაძლებელია ხარჯების ცვლილების განხორციელება (გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯებისა), შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული საოლქო და საუბნო ხარჯების ჯამური ოდენობის არაუმეტეს 15 პროცენტის ფარგლებში.
მუხლი 8
საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეცეთ უფლება წარმომადგენლობითი ხარჯები გაწიონ არაუმეტეს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტის 1 პროცენტისა.
მუხლი 9
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 10
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი