დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 აგვისტოს N94/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017354 |
100/ნ
13/06/2017
ვებგვერდი, 14/06/2017
430210000.22.022.017354
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 აგვისტოს N94/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
|
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 აგვისტოს №94/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 აგვისტოს №94/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19.08.2016; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017168) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საჯარო მოსამსახურემ, სამინისტროს სისტემაში შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავებისა და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, უნდა აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს/შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის კურატორს, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები