„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 289
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016652
289
09/06/2017
ვებგვერდი, 09/06/2017
140030000.22.034.016652
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №289

2017 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31.12.2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016264) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 30-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:

„მუხლი 301. საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენა

1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შესაძლებელია მივლენილ იქნეს საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე 1 თვიდან 5 წლამდე ვადით.

2. საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენის პირობები, მივლენილი პირის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები განისაზღვრება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენის პირობები შესაძლებელია ითვალისწინებდეს სასაზღვრო პოლიციაში განსაზღვრული ვადით სამსახურის გავლის ვალდებულებას.

4. საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენილ მოსამსახურეზე მივლენის პერიოდში არ ვრცელდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს  შინაგან  საქმეთა  სამინისტროს  მოსამსახურეთა  სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997  ბრძანებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის პირობები.

5. საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენისას მოსამსახურეებს სასაზღვრო პოლიციის მხრიდან შეიძლება აუნაზღაურდეთ მხოლოდ სადეპოზიტო თანხის, მგზავრობის, სასწავლო არდადაგების პერიოდში მგზავრობის ხარჯებისა და სხვა დამატებითი ხარჯები. მოსამსახურე ვალდებულია სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგინოს სადეპოზიტო თანხის, მგზავრობისა და სხვა დამატებითი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები ხარჯის გაწევიდან 30 დღის ვადაში.“.

3. 31-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენის დროს;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია უნარჩუნდებათ მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს.“.

4. 33-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულებაში მყოფი პირი, დროებითი შრომისუუნარობის გამო არმყოფი, აგრეთვე საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენილი პირი კადრების განკარგულებაში აყვანიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში მისი თანხმობით უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე.“.

5. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „რ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ1) საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენის პირობებისა და ვალდებულებების დარღვევის გამო;“.

6. 501 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 501. დათხოვნა საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენის პირობებისა და ვალდებულებების დარღვევის გამო

სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დათხოვნილ იქნება სამსახურიდან საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენის პირობების ვალდებულებების დარღვევის გამო და დაეკისრება გრძელვადიანი სასწავლო კურსის პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მიერ მასზე გაწეული ხარჯებისა და ამ წესის 301 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანხების ანაზღაურება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი