დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 285 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.019994 |
|
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მრგვალი ხე-ტყე (მორი) – ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული მერქნული რესურსისა)) მქონე მერქნული რესურსი.“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ხე-მცენარე – მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული მერქნული რესურსი და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსი.“. 3. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ხე-ტყის დატვირთვის ადგილი – ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების მფლობელისთვის საქართველოს ტყის ფონდში საქმიანობის განსახორციელებლად გადაცემული სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტული ადგილმდებარეობა, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირების (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) კონკრეტული ადგილმდებარეობა, სადაც უნდა განხორციელდეს ხე-ტყის/ხე-მცენარის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა.“. 4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, ასევე მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, დადგენილ შემთხვევებში მათზე სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა 1. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, ასევე მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის: კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილკენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა), საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა (ქ. თბილისის შემთხვევაში – ცნობა ან წერილობითი დოკუმენტი), რომელიც ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის კანონიერად წარმოშობის დადასტურების მიზნით, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილი (მისამართი, ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით) და მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების შემთხვევაში); ბ) მიღებული მორების რაოდენობა, თითოეული მორის სახეობა (ჯიში), სიგრძე (მ), მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან (სმ), ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის, მწვანე ნარგავების) შემთხვევაში – მათი სახეობა (ჯიში), რაოდენობა. ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს დაინტერესებული პირის რეკვიზიტები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი), მისი არსებობის შემთხვევაში, ხე-მცენარეების (მათ შორის, მწვანე ნარგაობის) სახეობა, მორის დიამეტრი, რომელიც იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე; გ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი). 2. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსიდან, ასევე მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებიდან, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობებიდან (გარდა სხვა ხილკენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) მიღებული წვრილი თავის ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრისა და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირების მიზნით, სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნისთვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ექვემდებარება ხე-მცენარეებიდან (მათ შორის, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე სხვა ხილკენკროვანი სახეობებიდან) მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და წვრილი თავის ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის ხე-მცენარე, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსი. ამ შემთხვევებში, დაინტერესებული პირი ვალდებულია, დადგენილი წესით გადაიხადოს სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დადგენილი მომსახურების საფასური და მიმართოს სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გაცემული ადგილწარმოშობის ცნობა (ქ. თბილისის შემთხვევაში – ცნობა ან წერილობითი დოკუმენტი), რომელიც უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ინფორმაციას. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. 4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი ვალდებულია: ა) მოითხოვოს წარმოშობის დოკუმენტში დასაფიქსირებელი მონაცემების ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, მონაცემები სატრანსპორტო საშუალების, გადამზიდავი პირისა და დანიშნულების ადგილის შესახებ); ბ) შეამოწმოს ხე-მცენარეების დამზადების ადგილი, დამზადებული ხე-მცენარეების ოდენობა და სახეობა; გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ ხე-მცენარეების დამზადების ადგილი, სახეობა (ჯიში) და სხვა მონაცემები არ შეესაბამება მათი ადგილწარმოშობის ცნობაში ასახულ მონაცემებს. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) შესაბამისად. 6. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას: ა) სავალდებულოა ყველა რეკვიზიტის შევსება, გარდა დოკუმენტის მე-3 რეკვიზიტისა, რომელიც გადაიხაზება Z-ით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირება არ ხორციელდება დოკუმენტის შევსებისთანავე, მე-6, მე-7, მე-8 რეკვიზიტები არ ივსება და გადაიხაზება Z-ით; ბ) მარკირებული მერქნული რესურსის სიგრძე (მ), წვრილი და მსხვილი თავის დიამეტრი (სმ), მოცულობა (მ3) სახეობის (ჯიშის) მიხედვით, ასევე შესაბამისი სპეციალური ფირნიშის ნომრები აისახება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-4 რეკვიზიტში მოცემულ ცხრილში. ამასთან, ამავე რეკვიზიტში მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოცულობის მითითება სავალდებულო არ არის (გარდა მოსარგებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში), გარდა №13 დანართით დაანგარიშებული მოცულობებისა. ხოლო ჯირკის (ფესვებით) ტრანსპორტირების შემთხვევაში, მსხვილი თავის დიამეტრის გრაფაში მიეთითება ციფრი – 0; გ) დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში მიეთითება სააგენტოში შემოსული დაინტერესებული პირის განცხადების, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) ნომერი, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსისა; დ) დოკუმენტის ყველა რეკვიზიტი ივსება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ; ე) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. 7. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ. 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის/ხე-მცენარეების ამ მუხლით განსაზღვრული რეგულირების მიზნით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ, ამ მუხლისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევებში, დაინტერესებული პირი მიმართავს აჭარის სატყეო სააგენტოს.“. 5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყესა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მართვის ორგანოს მიერ მოპოვებულ ძირნაყარ მერქნულ რესურსზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა 1. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყესა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მართვის ორგანოს მიერ მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ფირნიშებით მარკირება ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, გარდა ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი და წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსისა. 3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სპეციალური ჭრების განხორციელებისას მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ფირნიშებით მარკირება განხორციელდება სპეციალური ჭრების განმახორციელებელი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მიეთითება მოპოვებული რესურსის მოცულობა (სახეობების) ჯიშების მიხედვით, ხე-ტყის განთავსების ადგილი. 4. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), ასევე სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ჭრების განხორციელებისას მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ფირნიშებით მარკირება განხორციელდება ჭრების განმახორციელებელი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც უნდა მიეთითოს მოპოვებული რესურსის მოცულობა სახეობების (ჯიშების) მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი. 5. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ფირნიშებით მარკირების მიზნით, დაინტერესებული პირი მიმართავს სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, მიმართავს აჭარის სატყეო სააგენტოს. 6. საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყესა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მართვის ორგანოს მიერ მოპოვებულ ძირნაყარ მერქნულ რესურსზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ფირნიშებით მარკირება განხორციელდება დადგენილი წესით, ჭრების განხორციელების ან ძირნაყარი მერქნული რესურსის გამოტანის შესახებ საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მართვის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. 7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ შემთხვევებში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) შეამოწმოს ხე-ტყის ოდენობის შესაბამისობა სათანადო დოკუმენტში (წერილობით მიმართვაში ან მოთხოვნაში) ასახულ მონაცემებთან; ბ) მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია; გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე: გ.ა) თუ არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი, ან ხე-ტყის სახეობა (ჯიში) ან/და მოცულობა არ შეესაბამება წერილობით მიმართვაში ან განცხადებაში არსებულ მონაცემებს; გ.ბ) ხე-ტყის დამზადების ადგილი არ არის გასუფთავებული ხე-ტყის დამზადების ნარჩენებისაგან (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). 8. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ. ამასთან, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტების შევსება ხორციელდება შემდეგი წესით: ა) დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანოს სახელწოდება; ბ) ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში მიეთითება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძვლები (წერილობითი მიმართვის ნომერი), ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას – ჭრების განხორციელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება; გ) დოკუმენტის შეუვსებელი მე-3 ან მე-4 რეკვიზიტი გადაიხაზება Z-ით; დ) მარკირებული მერქნული რესურსის სიგრძე (მ), წვრილი და მსხვილი თავის დიამეტრი (სმ), მოცულობა (მ3) სახეობის (ჯიშის) მიხედვით, ასევე შესაბამისი სპეციალური ფირნიშის ნომრები აისახება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-4 რეკვიზიტში მოცემულ ცხრილში. ამასთან, ამავე რეკვიზიტში მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოცულობის მითითება სავალდებულო არ არის (გარდა მოსარგებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში), გარდა №13 დანართით დაანგარიშებული მოცულობებისა, ხოლო ჯირკის (ფესვებით) ტრანსპორტირების შემთხვევაში, მსხვილი თავის დიამეტრის გრაფაში მიეთითება ციფრი – 0; ე) დოკუმენტის მე-2 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის გადამზიდავ პირს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემ უფლებამოსილ პირს. 9. სახერხ საამქროში შეტანის მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებულ მერქნულ რესურსზე გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში (წერილობითი მიმართვის საფუძველზე), სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ექვემდებარება ასევე სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებული ერთ მეტრამდე სიგრძის ან წვრილი ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის მერქნული რესურსი. ამ შემთხვევებში, დაინტერესებული პირი ვალდებულია, დადგენილი წესით, გადაიხადოს სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დადგენილი მომსახურების საფასური.“. 6. მე-13 მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, ასევე მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებიდან მიღებული და მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისას, ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია, თან იქონიოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ხოლო მწვანე ნარგავების ან ხე-მცენარეებიდან მიღებული არამარკირებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისას, სავალდებულოა ამ რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა (ქ. თბილისის შემთხვევაში – ცნობა ან წერილობითი დოკუმენტი).“. „10. გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული ხე-ტყისა, ასევე უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ ჩაითვლება ხე-ტყე, რომელსაც არ აქვს სათანადო დოკუმენტი, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), ასევე მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა (ქ. თბილისის შემთხვევაში – ცნობა ან წერილობითი დოკუმენტი), იმპორტირებული ხე-ტყის შემთხვევაში – ხე-ტყის იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყის გასხვისების შემთხვევაში – სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია, ან დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები