დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023891 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1 147
2017 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიეცეს უფლება სენაკის მუნიციპალიტეტს, „სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №2448 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი ეკონომია - 38 953 (ოცდათვრამეტი ათას ცხრაას ორმოცდაცამეტი) ლარი გამოიყენოს 2016 წლის 1 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში მომხდარი სტიქიის შედეგების შემდეგი სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების შესყიდვისთვის: მილხიდის მოწყობა − 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში, არსებული ხიდ-ბოგირის აღდგენა − 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში; რკინა-ბეტონის ცხაურის მოწყობა − 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში; არსებული მილხიდის გაწმენდა − 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში; მგზავრთა მოსაცდელთან ხიდ-ბოგირის მოწესრიგება და კიუეტის ამოწმენდა − 2 000 (ორი ათასი) ლარის ფარგლებში; არსებული ხიდ-ბოგირის მოწყობა − 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში; არსებული რკინა-ბეტონის ხიდის ბურჯების გამაგრება და სათავისების მოწყობა − 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ფარგლებში; მილხიდის მოწესრიგება და რკინა-ბეტონის სათავისების მოწყობა − 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში; ღელის ამოწმენდა და სანიაღვრე ჯებირის გამაგრება − 2 953 (ორი ათას ცხრაას ორმოცდაცამეტი) ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები