სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1145
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023890
  • Word
1145
06/06/2017
ვებგვერდი, 14/06/2017
000000000.00.003.023890
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1 145

2017 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:

1. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მოდერნიზაციისა და მშენებლობის“ პროექტის განხორციელების ფარგლებში, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს სარეკონსტრუქციო გზის კორიდორის მონაკვეთებზე, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მდებარე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

ა) თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

ა.ა) პატარა თელადუმა (Ulmus minor Mill.) – 13 (ცამეტი) ინდივიდი;

ა.ბ) კაკლის ხე ( Juglans regia L) 77 (სამოცდაჩვიდმეტი) ინდივიდი;

ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

ბ.ა) კაკლის ხე ( Juglans regia L) 68 (სამოცდარვა) ინდივიდი;

ბ.ბ) პატარა თელადუმა (Ulmus minor Mill.) – 58 (ორმოცდათვრამეტი) ინდივიდი;

ბ.გ) ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora C. Koch.) – 7 (შვიდი) ინდივიდი.

2. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                     გიორგი კვირიკაშვილი