დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პროკურატურის საშტატო ნუსხის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1144 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023895 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1 144
2017 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურის საშტატო ნუსხის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №621 დადგენილების „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიეცეს უფლება, შეიტანოს ცვლილება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 20 აპრილის №416 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს პროკურატურის საშტატო ნუსხაში, დანართის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები