საქართველოს მთავრობის, სს „საპარტნიორო ფონდისა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ დასადები ზოგიერთი ხელშეკრულების თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობის, სს „საპარტნიორო ფონდისა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ დასადები ზოგიერთი ხელშეკრულების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1094
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023889
  • Word
1094
02/06/2017
ვებგვერდი, 14/06/2017
000000000.00.003.023889
საქართველოს მთავრობის, სს „საპარტნიორო ფონდისა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ დასადები ზოგიერთი ხელშეკრულების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №10 94

2017 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის, სს „საპარტნიორო ფონდისა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ დასადები ზოგიერთი ხელშეკრულების თაობაზე

 

1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულების საფუძველზე სს „ნენსკრა ჰიდრო“ ფლობს „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას.

2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „საპარტნიორო ფონდსა“ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის დასადები საიმპლემენტაციო ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე.

3. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „საპარტნიორო ფონდს“, „KOREA WATER RESOURCES CORPORATION“-სა და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის დასადები საპროექტო კომპანიის აქციების ან/და აქტივების სავალდებულო მიყიდვის/გამოსყიდვის ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული კომპანიის აქციების ან/და აქტივების სავალდებულო მიყიდვის/გამოსყიდვის ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე.

4. მოწონებულ იქნეს სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის დასადები ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე.

5. მოწონებულ იქნეს სს „საპარტნიორო ფონდსა“ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის დასადები ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების საგარანტიო უზრუნველყოფის ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების საგარანტიო უზრუნველყოფის ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე.

6. მოწონებულ იქნეს სს „საპარტნიორო ფონდს“, „KOREA WATER RESOURCES CORPORATION“-სა და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის დასადები განახლებული „აქციონერთა შეთანხმება“.

7. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, განკარგულების მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ ხელშეკრულებებს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

8. ამ განკარგულების საფუძველზე, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის 2016 წლის 10 ნოემბერს დადებული „აღნაგობის ხელშეკრულება“ ჩანაცვლდეს განკარგულების მეორე პუნქტში მითითებულ საიმპლემენტაციო ხელშეკრულებაზე თანდართული აღნაგობის ხელშეკრულებით.

9. ამ განკარგულების განმარტებით ბარათში მოცემული ინფორმაცია და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, გარდა განკარგულების მეორე პუნქტში მითითებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულებისა (მისი დანართების გარდა) და შესაბამისი უწყებების დასკვნებისა, მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი