დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1088 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023883 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №108 8
2017 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „კომპანია ბლექ სი გრუპს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №204477734) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №1 დანართით განსაზღვრული უძრავი ქონება შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №2 დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში, უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაცემის სანაცვლოდ.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების გაცვლის პირობად განისაზღვროს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით დადგენილი, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის 71205.00 (სამოცდათერთმეტი ათას ორას ხუთი) ლარის გადახდა ამ განკარგულების №3 დანართით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები