ცაგერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
ცაგერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1087
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023873
  • Word
1087
01/06/2017
ვებგვერდი, 14/06/2017
000000000.00.003.023873
ცაგერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1087

2017 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

     1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 11 პუნქტის საფუძველზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდასასოფლო და საუბნო გზების, სანიაღვრე არხებისა და მდინარეთა კალაპოტების ნაპირსამაგრების აღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტი 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 9310 (ცხრა ათას სამას ათი) მ3 ღორღი და 1690 (ერთი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) მ3 საყორე ქვა შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:         

ა) სოფ. ოყურეშის მიმდებარე ტერიტორია − 9310 მ3 ღორღი:

 

X

Y

1

310748

4714844

2

310758

4714858

3

310795

4714830

4

310807

4714803

5

310788

4714788

S = 0.18 ჰა

WGS 1984;

 

ბ) სოფ. ჭალისთავის მიმდებარე ტერიტორია − 1690 მ3 საყორე ქვა:

 

X

Y

1

315194

4721396

2

315284

4721254

3

315096

4721097

4

315014

4721249

S = 4.01 ჰა

WGS 1984.

 

      

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი −  ცაგერის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 (ორი ათას თხუთმეტი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

3. ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში −  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4. ცაგერის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                       გიორგი კვირიკაშვილი