აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5“-ის დაფინანსების შესახებ

  • Word
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5“-ის დაფინანსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1071
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023838
  • Word
1071
01/06/2017
ვებგვერდი, 14/06/2017
000000000.00.003.023838
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5“-ის დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1071

2017 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5“-ის დაფინანსების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა –პროექტი 5“-ის დაფინანსების თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს აზიის განვითარების ბანკს (ADB) „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5“-ის დაფინანსების მიზნით 36 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ევროში) ოდენობის სესხის (ჩვეულებრივი სასესხო რესურსები – OCR (Ordinary Capital Resources) პირობებით) გამოყოფის თაობაზე შემდეგი ფინანსური პირობებით:

OCR სესხის ფინანსური პირობები:

სესხის ხანგრძლივობა – 23 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 14 წელი);

საპროცენტო განაკვეთის ტიპი – 6-თვიან EURIBOR-ს დამატებული ფიქსირებული მარჟა 0.7%;

სესხის ვალუტა – ევრო;

ვალდებულების გადასახდელი (Commitment fee) – წლიური 0.15%.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი