საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1065
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023828
  • Word
1065
01/06/2017
ვებგვერდი, 13/06/2017
000000000.00.003.023828
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1065

2017 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ

1. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში განახორციელოს  სს „თიბისი ბანკის“ მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში შპს „სასტუმრო თელავისთვის“ (ს/კ: 231171166) დამტკიცებული 6,000,000 (ექვსი მილიონი) ლარის ოდენობის კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარის მიერ სახელმწიფო პროგრამის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით.

2. სს „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მიერ განხორციელდეს კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში და მისი ოდენობა განისაზღვროს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის ოდენობით, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – აწარმოე საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი