დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1064 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023827 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1064
2017 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის დებულების“ მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) უზრუნველყოს საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში კონსორციუმის მიერ წარდგენილი გარემოს საბაზისო კვლევისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების შემუშავება.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები