დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნასთან დაკავშირებით წინადადების საქართველოს პარლამენტში წარდგინების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1060 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023800 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1060
2017 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნასთან დაკავშირებით წინადადების საქართველოს პარლამენტში წარდგინების თაობაზე
1. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-10 მუხლის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად გორის მუნიციპალიტეტის; ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის; ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად მცხეთის მუნიციპალიტეტის; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის; ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის; ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტის; ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადება და წარედგინოს საქართველოს პარლამენტს.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის წარდგინებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები