შპს „თერმულ წყლებზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1000486 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის თაობაზე

  • Word
შპს „თერმულ წყლებზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1000486 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1057
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023793
  • Word
1057
01/06/2017
ვებგვერდი, 13/06/2017
000000000.00.003.023793
შპს „თერმულ წყლებზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1000486 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1057

2017 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „თერმულ წყლებზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1000486 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის თაობაზე

  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 6 1 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-7 მუხლის 1 3 პუნქტის საფუძველზე:

1. მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს შპს „თერმულ წყლებზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1000486 ლიცენზიის მოქმედების ვადის 2017 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 1 ივნისამდე გაგრძელების თაობაზე შემდეგ X და Y კოორდინატებში არსებულ ჭაბურღილებზე:

 

ჭაბ

X

Y

ჭაბ – 4 თ

479906.071

4618765.497

ჭაბ – 6 თ

480804.662

4622002.108

ჭაბ – 8 თ

478686.867

4620927.191

ჭაბ – 7 თ

477121.948

4621459.316

ჭაბ – 5 თ

475944.747

4621650.763

ჭაბ – 1 საბურთალო

478625.585

4619969.133

ჭაბ – 1 ლისი

474656.209

4621936.554.

2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში შეისწავლოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსი, გამოთვალოს წყლის მარაგები და შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარადგინოს მარაგების ანგარიში.

3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 31 მაისიდან.

  პრემიერ-მინისტრი      გიორგი კვირიკაშვილი