სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1053
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023789
  • Word
1053
29/05/2017
ვებგვერდი, 13/06/2017
000000000.00.003.023789
სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1053

2017 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ 2017 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საკონსულტაციო ან/და საკონტროლო მომსახურებების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 – მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი       გიორგი კვირიკაშვილი