დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1047 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023779 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1047
2017 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, იუსტიციის სახლსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიეცეთ თანხმობა ამ განკარგულების №1, №2, №3 დანართებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები