დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 სექტემბრის №1199 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1044 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023781 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1044
2017 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 სექტემბრის №1199 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 სექტემბრის №1199 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკისა და მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 10 აპრილს დადებული შეთანხმების მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:
| გენადი არველაძე | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; |
| დავით ჯალაღანია | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; |
| ზაალ გოგსაძე | საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში; |
| ნოდარ კერესელიძე | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; |
| ლევან ხარატიშვილი | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; |
| ეკატერინე გრიგალავა | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე; |
| ნათელა თურნავა | სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; |
| ალექსანდრე ხვთისიაშვილი | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; |
| კახა ხანდოლიშვილი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; |
| გიორგი კიკნაძე | საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; |
| ხატია წილოსანი | საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; |
| ეკა ყუბუსიძე | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი; |
| ნატო ჩიქოვანი | საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე; |
| ირაკლი ლექვინაძე | ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; |
| ანა გუგუშვილი | სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დონორებთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი (პირველი კატეგორია); |
| მანანა ფრუიძე | სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; |
| ლიანა მეზვრიშვილი | სსიპ-ის – აწარმოე საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; |
| დავით ბუჯიაშვილი | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი; |
| ვახტანგ კურცხალია | სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; |
| ალექსი კორელი | სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში; |
| ირინა ჯაფარიძე
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი.“. |
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 22 მაისიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები