საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1042
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023881
  • Word
1042
29/05/2017
ვებგვერდი, 13/06/2017
000000000.00.003.023881
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1042

2017 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ 2017 წლის მაის-ივნისში საქართველოში გასამართი რაგბში 20 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან მიმართულ იქნა:

ა) 1 315 200 (ერთი მილიონ სამას თხუთმეტი ათას ორასი) ლარი – „რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ ასიგნებებიდან;

ბ) 95 050 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას ორმოცდაათი) ლარი – „საქართველოში გასამართი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ ასიგნებებიდან.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქარ­თვე­ლოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრო­ბის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი, მათ შორის:

ა) 1 315 200 (ერთი მილიონ სამას თხუთმეტი ათას ორასი) ლარი – ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული „რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ 2017 წლის ასიგნებების შევსების მიზნით, პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად;

ბ) 3 684 800 (სამი მილიონ ექვსას ოთხმოცდაოთხი ათას რვაასი) ლარი – 2017 წლის მაის-ივნისში საქართველოში გასამართი რაგბში 20 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივ დასაფინანსებლად.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი