დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კლიმატის მწვანე ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1040 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023879 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1040
2017 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
კლიმატის მწვანე ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს გასაფორმებელი „ურთიერთგაგების მემორანდუმი კლიმატის მწვანე ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში, თბილისში აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიისთვის მწვანე კლიმატის ფონდის სტრუქტურირებული დიალოგის (2017 წლის 31 მაისი - 2 ივნისი) მასპინძლობის შესახებ“.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს, მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მემორანდუმს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები