სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ „SCCF Structured Commodity and Corporate Finance SA“-სგან იურიდიული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1033
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023801
  • Word
1033
25/05/2017
ვებგვერდი, 13/06/2017
000000000.00.003.023801
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ „SCCF Structured Commodity and Corporate Finance SA“-სგან იურიდიული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1033

2017 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ SCCF Structured Commodity and Corporate Finance SA“-სგან იურიდიული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ SCCF Structured Commodity and Corporate Finance SA“-სგან იურიდიული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო   შესყიდვების  სააგენტოს  თავმჯდომარის  2015   წლის  17  აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების  მიმართ  არ  გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი