საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1031
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023876
  • Word
1031
25/05/2017
ვებგვერდი, 13/06/2017
000000000.00.003.023876
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №10 31

2017 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორცილების მიზნით:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთის საფუძველზე აღმოცენებული ვალდებულებების (ესტაკადის მშენებლობასა და შიდა სანავსადგურე ტექნიკური გასასვლელების მოწყობასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება) შესრულების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (შემდგომში – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) მიენიჭოს უფლებამოსილება, გასაწევი მომსახურების იმ ნაწილში, რომელთა შესრულებაც ვერ ხორციელდება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საჭირო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის მომსახურება განხორციელდეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაუთვალისწინებლად, 100 000 (ასი ათასი) ლარის ზღვრული მოცულობის ფარგლებში .

პრემიერ-მინისტრი                                                    გიორგი კვირიკაშვილი