დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1028 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023870 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1028
2017 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10¹ მუხლის 3¹ პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, სტიქიის შედეგად დაზიანებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტის აღდგენისათვის საჭირო შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №824 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხის ნაწილის, 634 000 (ექვსას ოცდათოთხმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, კერძოდ:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ჩოხატაურში სპორტული სკოლის სახურავის აღდგენა;
ბ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ჩოხატაურში 26-ბინიანი საცხოვრებელი სახლის შეფუთვა;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ჩოხატაურში ცენტრალური სტადიონის ტრიბუნის სახურავის აღდგენა;
დ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჭამიასერის, დიდივანის, ფარცხმასა და ზემოსურების ადმინისტრაციულ ერთეულებში ადმინისტრაციული შენობების სახურავების აღდგენა;
ე) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზემოსურების ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიის შენობის სახურავის აღდგენა;
ვ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ბუკნარისა და საჭამიასერის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის შენობების სახურავების აღდგენა;
ზ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გუთურის ადმინისტრაციულ ერთეულში ბავშვთა სასკოლო მზაობის ცენტრის შენობის სახურავის აღდგენა;
თ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენისათვის საჭირო მასალის შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები