დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1027 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023869 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1027
2017 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება გარდაბნის მუნიციპალიტეტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ახალსოფლის, ნორიოსა და მარტყოფის წყალმომარაგების ქსელის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების (სათავე ნაგებობის ნაწილობრივი მოწყობა: ჭაბურღილებისა და მათი შემკრები კოლექტორის, შემკრები რეზერვუარის, მდინარისაგან დამცავი გაბიონებისა და სატუმბი სადგურის მოწყობა; საქლორატოროს მოწყობა და მაგისტრალური წყალდენის ნაწილობრივი მოწყობა (სათავე ნაგებობიდან გომბორის გზამდე)) სახელმწიფო შესყიდვა, 8 000 000 (რვა მილიონი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები