საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1025
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023864
  • Word
1025
25/05/2017
ვებგვერდი, 13/06/2017
000000000.00.003.023864
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1025

2017 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ქალაქ გორის, ქალაქ ამბროლაურის, ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტებს, ასევე ა(ა)იპ – თვითმმართველ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებასა და ა(ა)იპ – თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს, „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 მაისის №915 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კერძოდ:

ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტმა – 38 200 (ოცდათვრამეტი ათას ორასი) ლარის ფარგლებში;

ბ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა – 26 000 (ოცდაექვსი ათასი) ლარის ფარგლებში;

გ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა – 40 900 (ორმოცი ათას ცხრაასი) ლარის ფარგლებში;

დ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტმა – 46 000 (ორმოცდაექვსი ათასი) ლარის ფარგლებში;

ე) ა(ა)იპ – თვითმმართველ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებამ – 46 000 (ორმოცდაექვსი ათასი) ლარის ფარგლებში;

ვ) ა(ა)იპ – თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა – 40 150 (ორმოცი ათას ას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი