დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების შეთანხმების (სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის თაობაზე) (AMMAR)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად ნ. კერესელიძის დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1017 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023857 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1017
2017 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების შეთანხმების (სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის თაობაზე) (AMMAR)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად ნ. კერესელიძის დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების შეთანხმება (სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის თაობაზე) (AMMAR)“.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები