დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №2711 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023856 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1015
2017 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №2711 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №2711 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის (საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმა) 26-ე პუნქტით განსაზღვრული:
ა) პასუხისმგებელი უწყება, ნაცვლად მითითებულისა (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი (რეგიონული)), ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“;
ბ) პარტნიორი ორგანიზაცია, ნაცვლად მითითებულისა (გაეროს ბავშვთა ფონდი, სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი (რეგიონული), საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (გაეროს განვითარების პროგრამა და სხვა)), ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გაეროს ბავშვთა ფონდი, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (გაეროს განვითარების პროგრამა და სხვა)“.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები