დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №2649 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1011 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023804 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1011
2017 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №2649 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №2649 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მხრიდან საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი წევრებით:
გიორგი ჩერქეზიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;
ქეთევან სალუქვაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
გურამ გურამიშვილი – სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები