„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მეღვინეობა ხარებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №2031 და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ხარებასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №1066 განკარგულებებში ცვლილების შეტანისა და შპს „მეღვინეობა ხარებას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1009
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023805
  • Word
1009
25/05/2017
ვებგვერდი, 12/06/2017
000000000.00.003.023805
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მეღვინეობა ხარებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №2031 და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ხარებასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №1066 განკარგულებებში ცვლილების შეტანისა და შპს „მეღვინეობა ხარებას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №100 9

2017 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მეღვინეობახარებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №2031 და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ხარებასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №1066 განკარგულებებში ცვლილების შეტანისა და შპს „მეღვინეობა ხარებას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მეღვინეობა ხარებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №2031 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 776 759,55 ლარის (შვიდას სამოცდათექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ინვესტიციის განხორციელება.“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ხარებასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №1066 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 2 241 940,45 ლარის (ორი მილიონ ორას ორმოცდაერთი ათას ცხრაას ორმოცი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;“.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „მეღვინეობა ხარება“ გათავისუფლეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „მეღვინეობა ხარებას“ შორის 2014 წლის 7 ნოემბრის №2031 განკარგულების საფუძველზე 2014 წლის 16 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან.

4. ამ განკარგულების პირველი და მე-3 პუნქტები ძალაშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ხარებას“ შორის ამ განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „ხარებამ“ წარადგინოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ხარებასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №1066 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის შეცვლილი ან ახალი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული უნდა იყოს არანაკლებ 2020 წლის 15 იანვრამდე.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                          გიორგი კვირიკაშვილი