„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე

  • Word
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1003
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023807
  • Word
1003
25/05/2017
ვებგვერდი, 12/06/2017
000000000.00.003.023807
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1003

2017 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ წარედგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;

ბ) საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მის მიერ მომზადებული მოხსენება „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ შესახებ, წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.

2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს.

3. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         გიორგი კვირიკაშვილი