დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016808 |
|
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/10/2015, 100110000.22.038.016564) შევიდეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის:
1. მე-4 მუხლის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პატიმრობის კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანისას, აგრეთვე სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან სხვა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანისას – სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესის მე-4 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი ბადრაგირების განხორციელების მიზნით, წერილობით მიმართავს დეპარტამენტს გაყვანამდე/გადაყვანამდე არანაკლებ წინა სამუშაო დღის 1700 საათისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები