დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 19 მაისის №981 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 998 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023835 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №998
2017 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 19 მაისის №981 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 19 მაისის №981 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 მაისის №915 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 1 103 000 (ერთი მილიონ ას სამი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
ბ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის – 125 040 (ას ოცდახუთი ათას ორმოცი) ლარი;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის – 359 000 (სამას ორმოცდაცხრამეტი ათასი) ლარი;
დ) სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის – 218 960 (ორას თვრამეტი ათას ცხრაას სამოცი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები