საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს 2016 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს 2016 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 985
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023820
  • Word
985
19/05/2017
ვებგვერდი, 12/06/2017
000000000.00.003.023820
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს 2016 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №985

2017 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს 2016 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ

1. აღიარებულ იქნეს დავალიანებად „2016 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №1440 განკარგულების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ კახეთის რეგიონში მევენახეობის სფეროში დასაქმებული ზოგიერთი ფიზიკური პირისთვის გასაცემი 13819.95 (ცამეტი ათას რვაას ცხრამეტი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამის – „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 03 05) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს 13819.95 (ცამეტი ათას რვაას ცხრამეტი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა კახეთის რეგიონში მევენახეობის სფეროში დასაქმებული ზოგიერთი ფიზიკური პირისათვის.

 

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი