„საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2068 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2068 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 983
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023822
  • Word
983
19/05/2017
ვებგვერდი, 12/06/2017
000000000.00.003.023822
„საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2068 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №983

2017 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2068 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2068 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

გენადი არველაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

დავით ჯალაღანია

საქართველოს   საგარეო   საქმეთა   მინისტრის მოადგილე;

გიორგი ტაბატაძე

საქართველოს  საგანგებო  და  სრულუფლებიანი დესპანი ავსტრიის რესპუბლიკაში;

ნოდარ კერესელიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის  მინისტრის პირველი მოადგილე;

არჩილ ყარაულაშვილი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;

ეკატერინე გრიგალავა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის მინისტრის მოადგილე;

ირაკლი მატკავა

საქართველოს  რეგიონული  განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;

სოფიო მუჯირი

სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე;

თამარ მიქაბერიძე

საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

მარიამ ლაშხი

სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დონორებთან ურთიერთობებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

ნატო ჩიქოვანი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე;

რუსუდან მამაცაშვილი

სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე;

ეკა ყუბუსიძე

საქართველოს    ეკონომიკისა    და    მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

ქეთევან სალუქვაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

მაია გუნცაძე

სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;

ლიანა მეზვრიშვილი

სსიპ – აწარმოე საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გიორგი დანელია

სს „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

ელზა ჯგერენაია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

გიორგი კიკნაძე

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;

დავით ტყემალაძე

სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი;

ანი ვაშაყმაძე         

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“.

 

2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 17 მაისიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი