საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ

  • Word
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 981
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023823
  • Word
981
19/05/2017
ვებგვერდი, 12/06/2017
000000000.00.003.023823
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №981

2017 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 მაისის №915 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 929 200 (ცხრაას ოცდაცხრა ათას ორასი) ლარი, მათ შორის:

ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;

ბ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის 170 200 (ას სამოცდაათი ათას ორასი) ლარი;

გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 359 000 (სამას ორმოცდაცხრამეტი ათასი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                             გიორგი კვირიკაშვილი