საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 980
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023778
  • Word
980
19/05/2017
ვებგვერდი, 12/06/2017
000000000.00.003.023778
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №980 

2017 წლის 19 მაისი 

ქ. თბილისი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაგანახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 81 000 (ოთხმოცდაერთი ათასი) ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი   გიორგი კვირიკაშვილი