დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 მაისის №915 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 979 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023777 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №979
2017 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 მაისის №915 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 მაისის №915 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტს/პარლამენტის აპარატს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სსიპ – საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებს, კომპეტენციის ფარგლებში, სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.“;
ბ) განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მე-5 გრაფას დაემატოს პასუხისმგებელი უწყებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „ოფიციალური მიღების ორგანიზების უზრუნველყოფა | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტი/პარლამენტის აპარატი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.“. |
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები