„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 08/06/2017
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016407
  • Word
0
08/06/2017
ვებგვერდი, 08/06/2017
000000000.00.00.016407
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997 წ., გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და წარმოების ლიცენზიატი გადამცემი ან/და წარმოების ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას განაწილების ლიცენზიატს, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, ბუნებრივი გაზის პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემებს;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პირდაპირი მომხმარებელი – ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი და ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც:

1.ა) მის მფლობელობაში მყოფ 0,4-3,3-6-10 კილოვოლტი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) უშუალოდ იღებს მწარმოებლის, გადაცემის, განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის, აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი;

1.ბ) მის მფლობელობაში მყოფ 35 ან მეტი კილოვოლტი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) უშუალოდ იღებს მწარმოებლის, გადაცემის, განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის, აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი;

შენიშვნა: „ლ1.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, თუ პირი თავად არ დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში, როგორც პირდაპირი მომხმარებელი, მის რეგისტრაციას ახორციელებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი.

2) ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც მიერთებულია ტრანსპორტირების სისტემასთან და ისე იღებს ბუნებრივ გაზს, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის განაწილების ლიცენზიატი;“;

დ) „ჰ3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ3) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებსა და, მეორე მხრივ, საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს, აგრეთვე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდების, მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვის ან/და ჭარბი ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების წესს“;

ე) „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ6“) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც მის მფლობელობაში მყოფი 0,4-3,3-6-10 კილოვოლტი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის, განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ხოლო ბუნებრივ გაზს – განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის პირდაპირი მომხმარებელი;“;

ვ) „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ10) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში, აგრეთვე პირი, ამ კანონის 241 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;

ზ) „ჰ14“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ14) გატარება – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის გადატანა;“;

თ) „ჰ23“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ23) ქსელის წესები – ელექტროენერგიის ქსელის წესები და ბუნებრივი გაზის ქსელის წესები;“;

ი) „ჰ26“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ27-ჰ28“ ქვეპუნქტები:

„ჰ27) ელექტროენერგიის ქსელის წესები − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს გადაცემისა და განაწილების ქსელების მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებს და პრინციპებს (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული საკითხებისა) და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს;

28) ბუნებრივი გაზის ქსელის წესები − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირების სისტემისა და განაწილების ქსელების მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებს და პრინციპებს (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული საკითხებისა) და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიან გეგმას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დერეგულირებულია შემდეგი ელექტროსადგურები:

ა) რომელიც აშენებულია 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ და იგი არ წარმოადგენს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს;

ბ) რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 40 მეგავატს და იგი არ წარმოადგენს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ენერგეტიკულ დარგში სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს ასევე სამინისტროს.“.

3. 31 მუხლის:

ა) პირველი – 3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო და კომისია უფლებამოსილნი არიან საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენონ პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.

2. სამინისტრო და კომისია უფლებამოსილნი არიან ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღონ, გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

3. სამინისტრო და კომისია უფლებამოსილნი არიან ელექტრონული ასლის სახით შეინახონ და გასცენ მათ მიერ შექმნილი ან მათთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.“;

ბ) მე- 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტროს და კომისიის მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. კომისია უფლებამოსილია ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოთა ანგარიშგებისა ან/და კომისიასა და რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოთა შორის მიმოწერის დოკუმენტბრუნვის ერთიანი ავტომატური საშუალებით წარმოების ვალდებულება და საკუთარი ხარჯით თვითონ ან მესამე პირის მეშვეობით უზრუნველყოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამართული საქმიანობა.“.

4. 32 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 მუხლი:

„მუხლი 33. საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმა

1.საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შემუშავების მიზანია განაწილების ქსელის საიმედოობისა და უსაფრთხოების ამაღლება, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის მიწოდების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა, გადამცემი ქსელის მდგრადობის და რეჟიმული პარამეტრების გაუარესების თავიდან აცილება და საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ეფექტურად შემუშავების უზრუნველყოფა.

2. საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმა შეიცავს:

ა) ინფორმაციას ელექტროენერგიის არსებული და სამომავლო (საპროგნოზო) მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ;

ბ) გონივრულ პროგნოზებს ელექტროენერგიის წარმოების, მიწოდების და მოხმარების მოცულობების შესახებ;

გ) ინფორმაციას განაწილების ქსელის იმ ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა აშენდეს ან გაძლიერდეს მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ინვესტიციების განხორციელების კონკრეტული ვადების მითითებით;

დ) ინფორმაციას გადაწყვეტილი ინვესტიციების შესახებ და იმ ახალი ინვესტიციების იდენტიფიცირებას, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომდევნო 2 წლის განმავლობაში;

ე) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების (მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების) ქსელში ინტეგრირების შესახებ;

ვ) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების ინტეგრაციის მიზნებისათვის მომავალი ქსელის თითოეული კვანძის გამტარუნარიანობის შესახებ.

3. ეკონომიკის, ფინანსებისა და სტატისტიკის სფეროებში მოქმედი სახელმწიფო უწყებები და დაწესებულებები, ენერგეტიკის დარგში არსებული ორგანიზაციები, სამინისტროს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწვდიან ინფორმაციას, მონაცემებსა და პროგნოზებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შემუშავებისას.

4. საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის პროექტს ყოველწლიურად, მომდევნო 5 კალენდარული წლისათვის შეიმუშავებს/განაახლებს შესაბამისი განაწილების ლიცენზიატი, (ეს პროცესი აგრეთვე მოიცავს ყველა საჭირო კვლევისა და შეფასების ჩატარებას). განაწილების შესაბამისი ლიცენზიატი ვალდებულია გაითვალისწინოს გადამცემი სისტემის ოპერატორის შენიშვნები 110-კილოვოლტიანი განაწილების ქსელის განვითარების ნაწილში. აღნიშნული გეგმის პროექტი შემუშავების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 აგვისტოსი, ეგზავნება სამინისტროს და კომისიას. კომისია და გადამცემი სისტემის ოპერატორი საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის პროექტს მიღებიდან 1 თვის ვადაში განიხილავს და სამინისტროს წარუდგენს თავის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ამ გეგმის პროექტის შესახებ.

5. სამინისტრო საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის პროექტს და წარმოდგენილ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს განიხილავს კომისიასთან, შესაბამის განაწილების ლიცენზიატებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორთან ერთად. სამინისტრო ყოველწლიურად, არაუგვიანეს შესაბამისი წლის დასრულებისა, უზრუნველყოფს საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის დამტკიცებას.

6. საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიან გეგმაში რიგგარეშე ცვლილების შეტანა შესაძლებელია გეგმის დამტკიცებისათვის ამ მუხლით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით. აღნიშნულ გეგმაში შესატანი რიგგარეშე ცვლილების პროექტის შემუშავება და განსახილველად წარდგენა შეიძლება კალენდარული წლის ნებისმიერ დროს.

7. საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმა შესასრულებლად სავალდებულო აქტია. აღნიშნული გეგმის შესრულებისათვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი განაწილების ლიცენზიატები, აგრეთვე გეგმაში ქსელის ცალკეული კომპონენტების განვითარებისათვის განსაზღვრული, ამ კანონით გათვალისწინებული სხვა განაწილების ლიცენზიატები და მწარმოებლები.

8. ელექტროენერგიის განაწილების ყველა ლიცენზიატი ვალდებულია საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის საფუძველზე ყოველწლიურად შეიმუშაოს და გადამცემი სისტემის ოპერატორს შესათანხმებლად წარუდგინოს ყოველ მომდევნო 3 კალენდარულ წელზე გათვლილი სამუშაოების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის შემუშავების, გადამცემი სისტემის ოპერატორთან განხილვისა და შეთანხმების წესი განისაზღვრება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“.

9. ამ მუხლის თანახმად დამტკიცებული საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმით განსაზღვრულ, ყოველი მომდევნო 3 კალენდარული წლის განმავლობაში განსახორციელებელ ინვესტიციებს განაწილების შესაბამისი ლიცენზიატები შესათანხმებლად წარუდგენენ კომისიას. აღნიშნული ინვესტიციების განხორციელებას მონიტორინგს უწევს კომისია.

10. საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შესრულებას აკონტროლებს სამინისტრო.“.

5. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. კომისიის წევრს, ვადის ამოწურვის შემდეგ ავტომატურად უგრძელდება უფლებამოსილება მანამ, სანამ იგივე ან სხვა პირი არ იქნება არჩეული კომისიის წევრად ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

6. კომისიის წევრის ვადის ამოწურვისას ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება არ გავრცელდება კომისიის წევრზე, თუ დარჩენილი კომისიის წევრთა რაოდენობა იქნება არანაკლებ 3 წევრისა.“.

6. 221 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბაზრის ოპერატორი საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და იმპორტიორისაგან. ბაზრის ოპერატორისაგან საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდიან განაწილების ლიცენზიატი, ამ კანონის 495 მუხლით განსაზღვრული პირი/პირები, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი, ექსპორტიორი, ელექტროენერგიის მწარმოებელი ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარების ნაწილში, ხოლო ელექტროენერგიის (სიმძლავრის)დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში − დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. კვალიფიციური საწარმო, რომელიც მიაწვდის ან მიიღებს საბალანსო ელექტროენერგიას, ითვლება შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების მხარედ, სტანდარტული პირობებით.“.

7. 231 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ ანაზღაურდება მანამ, სანამ არ დადასტურდება გარანტირებული სიმძლავრე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობით:

ა) ტესტირების შედეგად – თუ ადგილი ჰქონდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას ან/და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს სრულ გაჩერებას ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში;

ბ) ტესტირების გარეშე – თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია გარანტირებული სიმძლავრის წყაროს სრულ გაჩერებას და ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ იგი მიაღწევს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ოდენობას.

 9. ბაზრის ოპერატორისაგან გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდიან განაწილების ლიცენზიატები, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები, რომლებიც არიან ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების მხარეები სტანდარტული პირობებით. განაწილების ლიცენზიატები, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები ვალდებული არიან, ბაზრის ოპერატორს აუნაზღაურონ გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისთვის გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური მათ მიერ მიწოდების პუნქტებში მიღებული ელექტროენერგიის (განაწილების ლიცენზიატის შემთხვევაში – ამ კანონის 235 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ელექტროენერგიის გარდა) რაოდენობის პროპორციულად. გადასახდელი თანხის დარიცხვას, ამოღებას და გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ბაზრის ოპერატორი ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.

8. 241 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს მიღებული ელექტროენერგია საბალანსო ელექტროენერგიაა და მასზე გადაიხდება ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული ყველა გადასახდელი, რომელსაც ელექტროენერგიის მიღებისას ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი იხდის.“.

9. 241 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 მუხლი:

„მუხლი 242. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელის ან მისი რომელიმე ელემენტის მუშაობის შემოწმებისთვის ან/და კომპლექსური გასინჯვისთვის/ტესტირებისთვის ან/და ექსპლუატაციაში მიღებისთვის ელექტროენერგიის ხანმოკლე შემოტანის ან/და გატანის სპეციალური წესი

1. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელის ან მისი რომელიმე ელემენტის (მათ შორის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის) მუშაობის პარამეტრების, სარელეო დაცვისა და ავტომატიკის, აღრიცხვის მოწყობილობებისა ან/და სხვა ტექნოლოგიური პროცესების შემოწმებისთვის ან/და კომპლექსური გასინჯვისთვის/ტესტირებისთვის ან/და ექსპლუატაციაში მიღებისთვის, რომელიც საჭიროებს ქსელის ჩართვას, მისი ან მისი რომელიმე ელემენტის (მათ შორის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის) ძაბვის ქვეშ დაყენებას ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის გადადინების უზრუნველყოფას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია განახორციელოს ელექტროენერგიის ხანმოკლე შემოტანა მეზობელი ქვეყნიდან ან/და გატანა მეზობელ ქვეყანაში:

ა) იმპორტის ან/და ექსპორტის ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე, ამასთან, ასეთ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადადინებულ (შემოდინებულ და გადინებულ) ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება ხორციელდება შესატყვისი იმპორტის ან/და ექსპორტის ხელშეკრულებ(ებ)ის პირობების შესაბამისად; ან/და

ბ) იმპორტის ან/და ექსპორტის ხელშეკრულებ(ებ)ის არარსებობის პირობებში, მხოლოდ შესატყვისი მეზობელი ქვეყნის უფლებამოსილ სუბიექტთან (ელექტროენერგეტიკული სისტემის ტექნიკურ ოპერატორთან ან ელექტროენერგეტიკული დარგის სახელმწიფო მართვის უწყებასთან) შეთანხმების საფუძველზე, ამასთან, ასეთ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადადინებულ (შემოდინებულ და გადინებულ) ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება (მათ შორის, ფულადი ანაზღაურება, ეკვივალენტური ელექტროენერგიის დაბრუნება, გაქვითვა ან სხვა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და შესატყვისი მეზობელი ქვეყნის უფლებამოსილ სუბიექტს შორის ხორციელდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიტსა და შესატყვისი მეზობელი ქვეყნის უფლებამოსილ სუბიექტს (ელექტროენერგეტიკული სისტემის ტექნიკურ ოპერატორს ან ელექტროენერგეტიკული დარგის სახელმწიფო მართვის უწყებას) შორის დადებული ცალკე შეთანხმების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო საზღვარზე ელექტროენერგიის შემოდინებასთან ან/და გადინებასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი საკითხები (მათ შორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოქმედ სხვა პირებს შორის ანგარიშსწორების საკითხი) რეგულირდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით.“.

10. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილი სტანდარტების, წესებისა და სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ლიცენზიატი, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებული არიან, აღრიცხონ თავიანთ საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ. ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებული არიან, ხოლო კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს მრიცხველების ინსპექცია შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“.

11. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს გადამცემი სისტემა, რომელიც ჩართული იქნება გადამცემ ქსელში, რომელსაც ექსპლუატაციას გაუწევს ლიცენზიატი, რაც გულისხმობს საშუალებებს მიღების პუნქტსა და მიწოდების პუნქტს შორის. თუ საჭიროა წარმოების ლიცენზიატის საშუალებების პირდაპირი მიერთება განაწილების ლიცენზიატის ან ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის საშუალებებზე, კომისიას უფლება აქვს, გადაცემის მომსახურების პარამეტრების დადგენის მიზნით მოითხოვოს მიღებისა და მიწოდების პუნქტების ურთიერთდაკავშირების განცალკევება გადამცემი ქსელის მინიმალური სექციით.“.

12. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად, დამტკიცებული ბალანსებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნების თანახმად;

ბ) დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომელიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და ელექტროენერგიის მომხმარებლების მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად;“.

13. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ ) გაუწიოს ელექტროენერგიის მომხმარებლებს გამანაწილებელი მომსახურება, კომისიის მიერ დადგენილი წესების და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად;

ე) უზრუნველყოს თავისი ლიცენზიის მოქმედების სფეროში ელექტროენერგიის მომხმარებლების ელექტროენერგიით (სიმძლავრით) უწყვეტი მომარაგება შესაბამისი გადახდის პირობით;“.

14. მე-40 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე ახალი მიერთების პროცედურები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ქსელის წესებით. ამასთან, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე ახალი მიერთება არ საჭიროებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის მოდიფიცირებას.“.

15. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურები;“;

ბ) „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ბ) მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების უფლების შეძენისა და გაუქმების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურებს;“.

16. 493 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2.

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2017 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:

ა) „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ დამტკიცება;

ბ) სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2018 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების პირველი ხუთწლიანი გეგმა დამტკიცდეს არაუგვიანეს 2019 წლის 1 იანვრისა.

მუხლი 3.

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ და „ე-ი“ ქვეპუნქტებისა, მე-2, მე-4, მე-6-მე-8, მე-10-მე-16 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები, მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-8 პუნქტი და მე-14 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-4 და მე-16 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ და „ე-ზ“ ქვეპუნქტები, მე-6 პუნქტი, მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტი, მე-8, მე-10-მე-13 და მე-15 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                        გიორგი მარგველაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

განმარტებითი ბარათი

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიღების მიზეზია შემდეგი გარემოებები:

Ø  დღემდე არ არსებობს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელების მართვის, ამ ქსელებით სარგებლობის და შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობების მარეგულირებელი ერთიანი ნორმატიული დოკუმენტი;

Ø  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (შემდგომში – კომისია) არ გააჩნია ნებისმიერი ტიპის საქმისწარმოების (მათ შორის, დოკუმენტბრუნვის, მიმოწერის, სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემის და ა.შ.) ელექტრონულად მართვის სამართლებრივი საფუძველი; გარდა ამისა, პრაქტიკული საჭიროება ცხადყოფს, რომ აუცილებელია კომისიასა და რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოთა შორის მიმოწერის დოკუმენტბრუნვის ერთიანი წესის არსებობა;

Ø  კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 2153 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისიის წევრი აირჩევა 6 წლის ვადით პარლამენტის მიერ. ამასთან, კომისიის წევრის კანდიდატურის წარდგენის პროცედურაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. კომისიის წევრების არჩევის აღნიშნული პროცედურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიქმნას კომისიის წევრთა კვორუმის პრობლემა, კერძოდ, კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადის გასვლის დროს ახალი წევრების არჩევის დაყოვნების გამო, შესაძლებელია კომისიის შემადგენლობაში არჩეულ პირთა რაოდენობა დარჩეს 3-ზე ნაკლები, და შეიქმნას კვორუმის პრობლემა, რის გამოც კომისია აღარ იქნება უფლებამოსილი მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა მსგავს მარეგულირებელ კოლეგიურ ორგანოსთან მიმართებაში, როგორიცაა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, პრაქტიკულად არ წარმოშობილა აღნიშნული პრობლემა (კვორუმის პრობლემა). მსგავსი პრობლემა არ დამდგარა აგრეთვე არც ისეთ კოლეგიურ ორგანოსთან მიმართებაში, როგორიცაა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კვორუმის პრობლემა რეალურად დგება სწორედ კომისიაში, გამომდინარე იქიდან, კომისია შედგება 5 წევრისაგან, თუმცა დღეს დანიშნულია მხოლოდ 3 წევრი (ამასთან, კანონის მიხედვით, კვორუმს ქმნის სწორედ 3 წევრი), თუმცა ამ სამი წევრიდან ერთ-ერთი წევრი დანიშნულია 2011 წლის 18 აგვისტოს, და შესაბამისად, მას უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის 18 აგვისტოს. ამდენად, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დგას აუცილებლობა იმისა, რომ უფლებამოსილების ვადის გაგრძელების გამონაკლისი შემთხვევა დადგინდეს სწორედ ამ კომისიის წევრებთან მიმართებაში. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონი ჩაკეტავს უფლებამოსილების გაგრძელების სხვა შემთხვევებს, კერძოდ, უფლებამოსილების ვადის გაგრძელება კომისიის წევრს არ შეეხება იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილი კომისიის წევრები ქმნიან კვორუმს, ანუ არჩეულ წევრთა რაოდენობა იქნება არანაკლებ 3 წევრისა;

Ø  განაწილების ქსელის განვითარების მიზნით, მიზანშეწონილია განხორციელდეს საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება. ამ მიზნით ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები ვალდებულნი იქნებიან შეიმუშაონ განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმები და დასამტკიცებლად წარუდგინონ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. აღნიშნულის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის აგრეთვე ინფორმირებულობის და გამჭირვალეობის ამაღლება ელექტროგანაწილების სისტემის ინვესტირების სფეროში;

Ø  კანონის 231 მუხლის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვერ უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის დადგენილი სიმძლავრით უზრუნველყოფას, იგი არ მიიღებს გარანტირებული სიმძლავრის საფასურს ახალ ტესტირებამდე. აღნიშნული მუხლი ლოგიკურია და ტექნიკურად შესრულებადია უმრავლეს შემთხვევებში გარდა ერთისა, როდესაც ქსელში უკვე ჩართულმა და სიმძლავრეაღებულმა გარანტირებული სიმძლავრის წყარომ ვერ შეძლო დადგენილი სიმძლავრით უზრუნველყოფა, მაგრამ არ გაითიშა და განაგრძო მუშაობა სისტემის საჭიროებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში, კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, იმისთვის, რომ სადგურმა მიიღოს გარანტირებული სიმძლავრის საფასური, იგი უნდა გაჩერდეს და ხელახლა გაიაროს ტესტირება. აღნიშნული კი, პრაქტიკული თვალსაზრისით, არამართებული, მიზანშეუწონელი და შეუძლებელიცაა იმიტომ, რომ ჩართული თბოელექტროსადგურის სრულმა გაჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ავარია. მის ხელახლა ჩართვას ჭირდება საკმაოდ დიდი დრო და ბუნებრივი გაზის შედარებით მეტი, არასაჭირო, დანახარჯი. შესაბამისად, თუ სადგურმა გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ ისევ აიღო საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სიმძლავრე, მიზანშეწონილია, რომ ეს ჩაითვალოს ტესტირების ხელახალ გავლად;

Ø  სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციაში მიღების დროს ან შემდგომ პერიოდში ელექტროენერგიის აღრიცხვის, სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობების გამოცვლისას ან/და შემოწმებისას საჭირო ხდება შესაბამისი მოწყობილობების და ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსური გასინჯვა/ტესტირება, რისთვისაც საჭიროა ელექტროგადამცემი ხაზის ჩართვა ტვირთის ქვეშ, რაც გარდაუვლად გულისხმობს ელექტროენერგიის გადადინებას (გადინება ან შემოდინება). მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული შემოწმება ან/და კომპლექსური გასინჯვა/ტესტირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესატყვისი ექსპორტის ან/და იმპორტის ხელშეკრულება შესაბამის კომერციულ სუბიექტებს შორის. აქედან გამომდინარე, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე გაიწეროს, რომ ასეთი საჭიროებისას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს აქვს უფლება განახორციელოს ელექტროენერგიის ხანმოკლე შემოტანა ან/და გატანა მეზობელ ქვეყანაში როგორც ექსპორტის ან/და იმპორტის ხელშეკრულების საფუძველზე, ისე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიტსა და შესატყვისი მეზობელი ქვეყნის უფლებამოსილ სუბიექტს (ელექტროენერგეტიკული სისტემის ტექნიკურ ოპერატორს ან ელექტროენერგეტიკული დარგის სახელმწიფო მართვის უწყებას) შორის დადებული ცალკე შეთანხმების საფუძველზე;

Ø  ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ უზრუნველყოფს ყველა მომხმარებლის შეუფერხებელ დაშვებას ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე და ჩამოაყალიბებს კონკურენტუნარიან სავაჭრო პლატფორმას, რაც ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბების და ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობაა. თუმცა აღნიშნულის მიღწევა შეუძლებელია ისეთ პირობებში, როდესაც ელექტროენერგიის წარმოების საშულებების უმეტესობას დადგენილი აქვს ტარიფი, რაც თავისთავად შეუძლებელს ხდის ბაზარზე ელექტროენერგიის მოქნილი ფასებით ოპერირებას. შესაბამისად, ამისთვის, აუცილებელია, რომ გაიზარდოს იმ ელექტროსადგურთა რიცხვი, რომლებსაც თავისუფალი ფასებით ოპერირების უფლება გააჩნიათ. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა დაახლოებით 600 მგვტ. საპროექტო სიმძლავრის მქონე თბო-, ჰიდრო- და ქარის ელექტროსადგურები, შესაბამისად, აღნიშნული საშუალებას იძლევა ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი ფასით ვაჭრობის შესაძლებლობის მქონე ელექტროსადგურების ზღვარი გაიზარდოს 40 მგვტ.-მდე.

აღნიშნულის აუცილებლობა, დადასტურებულია ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 24 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული „ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით“, რომლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით: „...კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივი ჩამოყალიბებისა და ენერგიით ვაჭრობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ... ეტაპობრივი დერეგულირების გაგრძელება...“. ეტაპობრივი დერეგულირების განხორციელების აუცილებლობაზე მითითებული იყო ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 9 ივნისის დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებში“. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით დერეგულირებულ იქნა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები. ამის შემდეგ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში 2008 წლის 5 ივლისს განხორციელებული ცვლილებებით დერეგულირებული იქნა 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ყველა ელექტროსადგური.

ამავე დროს, თავისუფალი ფასით ვაჭრობის ხელშესაწყობად აუცილებელია, რომ გაიზარდოს ბაზარზე ელექტროენერგიის მყიდველთა რაოდენობა. აღნიშნულის მისაღწევად პირველ ეტაპზე აუცილებელია, რომ ის მომხმარებლები, რომლებიც მიერთებულნი არიან 35 ან მეტი კილოვოლტიან ქსელს, ავტომატურად ჩაითვალონ საბითუმო ბაზრის მონაწილეებად. ეს, როგორც აღვნიშნეთ, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს 40 მგვტ.-მდე ელექტროსადგურებსა და მსხვილ მომხმარებლებს შორის ჯანსაღი და კონკურენტული საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ხოლო, მეორე მხრივ, საშუალებას მისცემს გამანაწილებელ კომპანიებს მეტი ძალისხმევა მიმართონ საშუალო და მსხვილი მომხმარებლების და, განსაკუთრებით, საყოფაცხოვრებო, მათ შორის, მოწყვლადი მომხმარებლებისთვის ხარისხიანი, სტაბილური და საიმედო ელექტრომომარაგებისთვის;

ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი

 კანონპროექტის მიღების მიზანია:

ა) კომისიას მიეცეს უფლება გამოსცეს ნორმატიული აქტი, რომლითაც დარეგულირდება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელების მართვის, ამ ქსელებით სარგებლობის და შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობები;

ბ) კომისიას გაუჩნდეს სამართლებრივი საფუძვლები და მიეცეს უფლება დოკუმენტბრუნვა და ზოგადად საქმისწარმოება განახორციელოს ელექტრონული მართვის საშუალებით, მათ შორის, შექმნას კომისიასა და რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოთა შორის მიმოწერის დოკუმენტბრუნვის ერთიანი წესი;

გ) გარკვეულ შემთხვევებში და საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის წევრისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა (გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, ახალი წევრების არჩევის დაყოვნების გამო კომისიის სხდომების ჩატარებას არ შეექმნას საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ არ იქნება კვორუმისათვის საჭირო წევრთა რაოდენობა არჩეული);

დ) დამკვიდრდეს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმების შემუშავება და დამტკიცება, რაც ემსახურება მდგრადი, საიმედო, ეკონომიური და ეფექტური გამანაწილებელი სისტემის შექმნას. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს განაწილების ქსელის მუშაობის საიმედოობას, ქსელის უსაფრთხოებას, ელექტროენერგიის ხარისხს, მომხმარებელთა კვების საიმედოობის მაღალ დონეს, ახალი აბონენტებისთვის ქსელში ჩართვის ხელმისაწვდომობას, სათანადო გამტარუნარიანობას, განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციას. გარდა ამისა, მოხდება ინფორმირებულობის და გამჭირვალეობის ამაღლება ელექტროგანაწილების სისტემის ინვესტირების სფეროში;

ე) დადგინდეს ის შემთხვევაც, როცა გარანტირებული სიმძლავრე დადასტურდება ტესტირების გარეშეც, კერძოდ, ეს იქნება ის შემთხვევაში, როცა გარატირებული სიმძლავრის წყარო ვერ უზრუნველყოფს გარანტირებულ სიმძლავრეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობით, თუმცა იგი არ გაჩერდება და ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ ისევ მიაღწევს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობას;

ვ) განისაზღვროს შემთხვევები, როცა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელის ან მისი რომელიმე ელემენტის (მათ შორის, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის) მუშაობის პარამეტრების, დაცვის, აღრიცხვის მოწყობილობებისა ან/და სხვა ტექნოლოგიური პროცესების შემოწმებისთვის ან/და კომპლექსური გასინჯვისთვის/ტესტირებისთვის ან/და ექსპლუატაციაში მიღებისთვის,დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს აქვს უფლება განახორციელოს ელექტროენერგიის ხანმოკლე შემოტანა ან/და გატანა მეზობელ ქვეყანაში. კერძოდ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ელექტროენერგიის ხანმოკლე შემოტანა ან/და გატანა მეზობელ ქვეყანაში ზემოაღნიშნული მიზნისთვის შეეძლება როგორც შესაბამისი ექსპორტის ან/და იმპორტის ხელშეკრულების საფუძველზე, ისე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიტსა და შესატყვისი მეზობელი ქვეყნის უფლებამოსილ სუბიექტს (ელექტროენერგეტიკული სისტემის ტექნიკურ ოპერატორს ან ელექტროენერგეტიკული დარგის სახელმწიფო მართვის უწყებას) შორის დადებული ცალკე შეთანხმების საფუძველზე;

ზ) განისაზღვროს, თუ რომელი ელექტროსადგურების დერეგულირება მოხდება ამ ეტაპიდან და ასევე დაზუსტდეს, რომელი მომხმარებლები ჩაითვლებიან საბითუმო ბაზრის მონაწილეებად;

 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

1-ა. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში. ცვლილება არის რედაქციული ხასიათის, კერძოდ, აქ გამოყენებული ტერმინების „პირდაპირი მომხმარებლის“ ნაცვლად იწერება „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი“ და „ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი“.

1-ბ. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში და ზუსტდება ტერმინი „პირდაპირი მომხმარებელი“, კერძოდ, ამ ტერმინში მოაზრებული იქნება „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი“ და „ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი“.

1-გ. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლში და ტერმინთა განმარტებას ემატება ორი ტერმინის განმარტება: „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი“ და „ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი“.

ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის ცნება დაიყო 2 კატეგორიად, ერთი, ეს არის პირი, რომელიც მის მფლობელობაში მყოფ 0,4-3,3-6-10 კილოვოლტი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) უშუალოდ იღებს მწარმოებლის, გადაცემის, განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის, აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი,

და მეორე, ეს არის პირი, რომელიც მის მფლობელობაში მყოფ 35 ან მეტი კილოვოლტი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) უშუალოდ იღებს მწარმოებლის, გადაცემის, განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის, აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ როგორც პირდაპირი მომხმარებელი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში როგორც პირდაპირი მომხმარებელი, მის რეგისტრაციას ახორციელებს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორი.

ტერმინით „ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი“ დაზუსტდა, რომ ეს არის პირი, რომელიც მიერთებულია ტრანსპორტირების სისტემასთან და ისე იღებს ბუნებრივ გაზს, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის განაწილების ლიცენზიატი.

1-დ. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „ჰ3“ ქვეპუნქტში და ზუსტდება ტერმინი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“. ეს ტერმინი გულისხმობს დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს გარკვეულ ურთიერთობებს. ზუსტდება, რომ ამ დოკუმენტის რეგულირების სფეროში არ შედიან წარმოების ლიცენზიატები.

1-ე. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „ჰ6“ ქვეპუნქტში და დაზუსტდება ტერმინი „საცალო მომხმარებელი“ ელექტროენერგიის ნაწილში. კერძოდ, განისაზღვრა, რომ საცალო მომხმარებელი ელექტროენერგიის ნაწილში ეს არის პირი, რომელიც მის მფლობელობაში მყოფი 0,4-3,3-6-10 კილოვოლტი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის, განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან.

1-ვ. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „ჰ10“ ქვეპუნქტში. ცვლილება არის რედაქციული ხასიათის, კერძოდ, აქ გამოყენებული ტერმინის „პირდაპირი მომხმარებლის“ ნაცვლად იწერება „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი“.

1-ზ. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „ჰ14“ ქვეპუნქტში. ცვლილება არის რედაქციული ხასიათის, კერძოდ, აქ გამოყენებული ტერმინის „პირდაპირი მომხმარებლის“ ნაცვლად იწერება „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი“.

1-თ. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „ჰ23“ ქვეპუნქტში და ზუსტდება ტერმინი – „ქსელის წესები“. კერძოდ, დღეს მოქმედი ტერმინი გულისხმობდა მხოლოდ ელექტროენერგიის ქსელის წესებს. ახალი განმარტების მიხედვით კი ტერმინი – ქსელის წესები გულისხმობს როგორც „ელეტქროენერგიის ქსელის წესებს“, ასევე „ბუნებრივი გაზის ქსელის წესებს“.

1-ი. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი:

ამ პუნქტით კანონის მე-2 მუხლს ემატება რამდენიმე ტერმინი „ჰ27-ჰ28“ ქვეპუნქტების სახით, რომლებიც გამომდინარეობს ტერმინი „ქსელის წესების“ დაზუსტებიდან (რომ დაიყო „ელექტროენერგიის ქსელის წესებად“ და „ბუნებრივი გაზის ქსელის წესებად“) და გარკვეულ საკითხებზე კომისიის მიერ წესების მიღების აუცილებლობიდან. კერძოდ:

ა) ელექტროენერგიის ქსელის წესები – ეს იქნება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს გადაცემისა და განაწილების ქსელების მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებს და პრინციპებს (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული საკითხებისა) და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს;

ბ) ბუნებრივი გაზის ქსელის წესები − ასევე კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირების სისტემისა და განაწილების ქსელების მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებს, და პრინციპებს (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული საკითხებისა) და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს.

2-ა. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში. კანონის ამ პუნქტში ჩამოთვლილია ის ნორმატიული აქტები, რომლებიც მტკიცდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად, ამ ჩამონათვალს ემატება „საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმა“.

2-ბ. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში. ეს ცვლილება ეხება ელექტროსადგურების დერეგულირების საკითხს. საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 24 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული „ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით: „...კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივი ჩამოყალიბებისა და ენერგიით ვაჭრობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ... ეტაპობრივი დერეგულირების გაგრძელება...“. ეტაპობრივი დერეგულირების განხორციელების აუცილებლობაზე მითითებული იყო ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 9 ივნისის დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში“.

შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით დერეგულირებულ იქნა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები. ამის შემდეგ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში 2008 წლის 5 ივლისს განხორციელებული ცვლილებებით დერეგულირებული იქნა 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ყველა ელექტროსადგური.

გარდა აღნიშნულისა, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ უზრუნველყოფს ყველა მომხმარებლის შეუფერხებელ დაშვებას ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე და ჩამოაყალიბებს კონკურენტუნარიან სავაჭრო პლატფორმას, რაც ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბების და ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობაა. თუმცა აღნიშნულის მიღწევა შეუძლებელია ისეთ პირობებში, როდესაც ელექტროენერგიის წარმოების საშულებების უმეტესობას დადგენილი აქვს ტარიფი, რაც თავისთავად შეუძლებელს ხდის ბაზარზე ელექტროენერგიის მოქნილი ფასებით ოპერირებას. შესაბამისად, ამისთვის, აუცილებელია, რომ გაიზარდოს იმ ელექტროსადგურთა რიცხვი, რომლებსაც თავისუფალი ფასებით ოპერირების უფლება გააჩნიათ. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა დაახლოებით 600 მგვტ. საპროექტო სიმძლავრის მქონე თბო, ჰიდრო და ქარის ელექტროსადგურები, შესაბამისად, აღნიშნული საშუალებას იძლევა ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი ფასით ვაჭრობის შესაძლებლობის მქონე ელექტროსადგურების ზღვარი გაიზარდოს 40 მგვტ.-მდე.

შესაბამისად, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილია უკვე დერეგულირებულ იქნეს ყველა ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 40 მეგავატს, თუ იგი არ წარმოადგენს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს.

ამასთან ძალაში რჩება ის ადრინდელი გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით დერეგულირებულია ყველა ელექტროსადგური მიუხედავად მისი საპროექტო სიმძლავრისა, თუ იგი აშენებულია 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ და იგი ასევე არ წარმოადგენს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს.

2-გ. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი:

ამ პუნქტით კანონის მე-3 მუხლს დაემატება 41 პუნქტი. აღნიშნული პუნქტი აზუსტებს ენერგეტიკის სამინისტროს დღეს არსებულ უფლებამოსილებას, რომ ენერგეტიკულ დარგში სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს ასევე სამინისტროს.

3-ა-ბ. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის 31 მუხლის პირველ-მე-3 და მე-5 პუნქტებში. ცვლილების მიხედვით, კომისიას ენიჭება უფლებამოსილება გამოიყენოს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტბრუნვა და ზოგადად საქმისწარმოება ელექტრონულად).

3-გ. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი:

ამ პუნქტით კანონის 31 მუხლს ემატება მე-6 და მე-7 პუნქტები, რომლის მიხედვითაც, კომისია უფლებამოსილი იქნება ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოთა ანგარიშგებისა ან/და კომისიასა და რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოთა შორის მიმოწერის დოკუმენტბრუნვის ერთიანი ავტომატური საშუალებით წარმოების ვალდებულება და საკუთარი ხარჯით თვითონ, ან მესამე პირის მეშვეობით უზრუნველყოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამართული საქმიანობა ელექტრონულად გაგზავნილი კორესპონდენციის ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით დადასტურების ჩათვლით.

4. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი:

ამ პუნქტით კანონს ემატება 32 მუხლი – საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმა.

ახალი მუხლის მიხედვით საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმა უნდა შეიცავდეს:

ა) ინფორმაციას ელექტროენერგიის არსებული და სამომავლო (საპროგნოზო) მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ;

ბ) გონივრულ პროგნოზებს ელექტროენერგიის წარმოების, მიწოდების და მოხმარების მოცულობების შესახებ;

გ) ინფორმაციას განაწილების ქსელის იმ ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა აშენდეს ან გაძლიერდეს მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ინვესტიციების განხორციელების კონკრეტული ვადების მითითებით;

დ) ინფორმაციას გადაწყვეტილი ინვესტიციების შესახებ და იმ ახალი ინვესტიციების იდენტიფიცირებას, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომდევნო 2 წლის განმავლობაში;

ე) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების (მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების) ქსელში ინტეგრირების შესახებ;

ვ) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების ინტეგრაციის მიზნებისათვის მომავალი ქსელის თითოეული კვანძის გამტარუნარიანობის შესახებ;

ეკონომიკის, ფინანსებისა და სტატისტიკის სფეროებში მოქმედი სახელმწიფო უწყებები და დაწესებულებები, ენერგეტიკის დარგში არსებული ორგანიზაციები სამინისტროს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწვდიან ინფორმაციას, მონაცემებსა და პროგნოზებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შემუშავებისას.

საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის პროექტს ყოველწლიურად, მომდევნო 5 კალენდარული წლისათვის შეიმუშავებს/განაახლებს შესაბამისი განაწილების ლიცენზიატი (ეს პროცესი აგრეთვე მოიცავს ყველა საჭირო კვლევისა და შეფასების ჩატარებას). განაწილების შესაბამისი ლიცენზიატი ვალდებულია გაითვალისწინოს გადამცემი სისტემის ოპერატორის შენიშვნები 110 კილოვოლტიანი განაწილების ქსელის განვითარების ნაწილში. აღნიშნული გეგმის პროექტი შემუშავების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 აგვისტოსი, ეგზავნება სამინისტროს და კომისიას. კომისია და გადამცემი სისტემის ოპერატორი პროექტს მიღებიდან 1 თვის ვადაში განიხილავს და სამინისტროს წარუდგენს თავის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს.

სამინისტრო საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის პროექტს და წარმოდგენილ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს განიხილავს კომისიასთან შესაბამის განაწილების ლიცენზიატებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორთან ერთად. სამინისტრო ყოველწლიურად, არაუგვიანეს შესაბამისი წლის დასრულებისა, უზრუნველყოფს საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის დამტკიცებას.

საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიან გეგმაში შესაძლებელი იქნება რიგგარეშე ცვლილების შეტანა.

ელექტროენერგიის განაწილების ყველა ლიცენზიატი ვალდებულია საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის საფუძველზე ყოველწლიურად შეიმუშაოს და გადამცემი სისტემის ოპერატორს შესათანხმებლად წარუდგინოს ყოველ მომდევნო 3 კალენდარულ წელზე გათვლილი სამუშაოების პროგრამა.

დამტკიცებული საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმით განსაზღვრულ, ყოველი მომდევნო 3 კალენდარული წლის განმავლობაში განსახორციელებელ ინვესტიციებს განაწილების შესაბამისი ლიცენზიატები შესათანხმებლად წარუდგენენ კომისიას. აღნიშნული ინვესტიციების განხორციელებას მონიტორინგს უწევს კომისია.

საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შესრულებას აკონტროლებს სამინისტრო.

5. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-6 მუხლში და მუხლს ემატება მე-5 და მე-6 პუნქტები.

ამ ცვლილებების მიხედვით განისაზღვრება შემთხვევა, როცა კომისიის წევრს უნდა გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა. დღეს მოქმედი კანონით, კომისიის წევრი პარლამენტის მიერ აირჩევა 6 წლის ვადით. კომისიის შემადგენლობაში არის 5 წევრი. ამასთან, კომისია უფლებამოსილია მიიღოს დადგენილებები და გადაწყვეტილებები, თუ სხდომას ესწრება არანაკლებ 3 კომისიის წევრი.

ცვლილების პრაქტიკული საჭიროება გამომდინარეობს იქიდან, რომ მას შემდეგ რაც კომისიის წევრს გაუვა უფლებამოსილების ვადა და ამასთანავე შესაძლებელია პარლამენტის მიერ შეყოვნდეს კომისიის წევრების არჩევა, შეიძლება დავდგეთ ფაქტის წინაშე, როცა კომისიის არჩეულ წევრთა რაოდენობა დარჩეს 3-ზე ნაკლები, რაც შექმნის პრობლემას იმ თვალსაზრისით, რომ კომისია არ იქნება გადაწყვეტილებების მიმღებუნარიანი.

აღნიშნული პრობლემის გადაჭრისათვის, ცვლილების მიხედვით კომისიის წევრს, რომელსაც ამოეწურა ვადა, გაუგრძელდება უფლებამოსილება მანამ, სანამ არ მოხდება იმავე ან სხვა პირის არჩევა კომისიის წევრად.

ამასთან, კანონშივე კეთდება დათქმა, რომ უფლებამოსილების ვადის გაგრძელება კომისიის წევრს არ შეეხება იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილი კომისიის წევრები ქმნიან კვორუმს, ანუ არჩეულ წევრთა რაოდენობა იქნება არანაკლებ 3 წევრისა.

6. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის 221 მუხლის მე-4 პუნქტში. ამ პუნქტში ორი ცვლილებაა:

ა) ერთი რედაქციული ხასიათისა, კერძოდ აქ გამოყენებულ ტერმინის „პირდაპირი მომხმარებლის“ ნაცვლად იწერება „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი“;

ბ) მეორე ცვლილება ეხება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) მიერ ბაზრის ოპერატორისაგან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვის საკითხს. დღეს არსებული რედაქციის მიხედვით, სსე-ს ბაზრის ოპერატორისაგან საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის მხოლოდ ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით.

ცვლილების მიხედვით, სსე-ს დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვა ბაზრის ოპერატორისაგან შეეძლება არა მხოლოდ ტრანზიტის უზრუნველსაყოფად, არამედ სხვა ნებისმიერ შემთხვევაშიც.

7. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის 231 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში.

მე-8 პუნქტში განხორციელებული ცვლილება ეხება გარანტირებული სიმძლავრის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ოდენობამდე დადასტურების საკითხს ტესტირების გარეშე. კერძოდ, ამ პუნქტში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, განისაზღვრება ის შემთხვევაც, როცა გარანტირებული სიმძლავრე შესაძლებელია დადასტურდეს ტესტირების გარეშეც, კერძოდ იმ შემთხვევაში, როცა გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვერ უზრუნველყოფს გარანტირებულ სიმძლავრეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობით, თუმცა იგი არ გაჩერდება და ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ ისევ მიაღწევს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობას.

მე-9 პუნქტში განხორციელებული ცვლილება რედაქციული ხასიათისაა, კერძოდ, აქ გამოყენებულ ტერმინის „პირდაპირი მომხმარებლის“ ნაცვლად იწერება „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი“.

8. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის 241 მუხლის მე-4 პუნქტში. ცვლილება რედაქციული ხასიათისა, კერძოდ აქ გამოყენებულ ტერმინის „პირდაპირი მომხმარებლის“ ნაცვლად იწერება „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი“.

9. პირველი მუხლის მე-9 პუნქტი:

ამ პუნქტით კანონს ემატება 242 მუხლი – სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელის ან მისი რომელიმე ელემენტის მუშაობის შემოწმებისთვის ან/და კომპლექსური გასინჯვისთვის/ტესტირებისთვის ან/და ექსპლუატაციაში მიღებისთვის ელექტროენერგიის ხანმოკლე შემოტანის ან/და გატანის სპეციალური წესი.

აღნიშნული მუხლით განისაზღვრება შემთხვევები, როცა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელის ან მისი რომელიმე ელემენტის (მათ შორის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის) მუშაობის პარამეტრების, დაცვის, აღრიცხვის მოწყობილობებისა ან/და სხვა ტექნოლოგიური პროცესების შემოწმებისთვის ან/და კომპლექსური გასინჯვისთვის/ტესტირებისთვის ან/და ექსპლუატაციაში მიღებისთვის,დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ექნება უფლება განახორციელოს ელექტროენერგიის ხანმოკლე შემოტანა ან/და გატანა მეზობელ ქვეყანაში.

კერძოდ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ელექტროენერგიის ხანმოკლე შემოტანა ან/და გატანა მეზობელ ქვეყანაში ზემოაღნიშნული მიზნისთვის შეეძლება:

ა) როგორც შესაბამისი ექსპორტის ან/და იმპორტის ხელშეკრულების საფუძველზე,

ბ) ისე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და შესატყვისი მეზობელი ქვეყნის უფლებამოსილ სუბიექტს (ელექტროენერგეტიკული სისტემის ტექნიკურ ოპერატორს ან ელექტროენერგეტიკული დარგის სახელმწიფო მართვის უწყებას) შორის დადებული ცალკე შეთანხმების საფუძველზე.

10. პირველი მუხლის მე-10 პუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის 28-ე მუხლის პირველ პუნქტში. ცვლილება რედაქციული ხასიათისა, კერძოდ, აქ გამოყენებულ ტერმინის „პირდაპირი მომხმარებლის“ ნაცვლად იწერება „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი“.

11. პირველი მუხლის მე-11 პუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტში. ცვლილება რედაქციული ხასიათისა, კერძოდ, აქ გამოყენებულ ტერმინის „პირდაპირი მომხმარებლის“ ნაცვლად იწერება „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი“.

12. პირველი მუხლის მე-12 პუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში. ცვლილება რედაქციული ხასიათისა, კერძოდ, აქ გამოყენებული ტერმინების „პირდაპირი მომხმარებლის“ და „მომხმარებლის“ ნაცვლად იწერება „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი“ და „ელექტროენერგიის მომხმარებელი“.

13. პირველი მუხლის მე-13 პუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში. ცვლილება რედაქციული ხასიათისა, კერძოდ, აქ გამოყენებულ ტერმინის „მომხმარებლის“ ნაცვლად იწერება „ელექტროენერგიის მომხმარებელი“.

14. პირველი მუხლის მე-14 პუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტში. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კანონპროექტით კომისიას ენიჭება უფლებამოსილება დაამტკიცოს „ბუნებრივი გაზის ქსელის წესები“, კანონის ამ მუხლში ხდება დაზუსტება იმისა, რომ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე ახალი მიერთების პროცედურები გაიწერება სწორედ ამ დოკუმენტში – ბუნებრივი გაზის ქსელის წესებში.

15. პირველი მუხლის მე-15 პუნქტი:

ამ პუნქტით ცვლილება შედის კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებში. ცვლილება რედაქციული ხასიათისა, კერძოდ, აქ გამოყენებული ტერმინების „მომხმარებლის“ ნაცვლად იწერება „ბუნებრივი გაზის მომხმარებელი“.

16. პირველი მუხლის მე-16 პუნქტი:

ამ პუნქტით ხდება კანონის 493 მუხლის ამოღება. ეს მუხლი არეგულირებდა 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ელექტროსადგურების დერეგულირების საკითხს. გამომდინარე იქიდან, რომ დერეგულირების საკითხები, მათ შორის კანონის 493 მუხლით გათვალისწინებული დერეგულირების საკითხები თავმოყრილ იქნა კანონის ძირითადი დებულებების მუხლში, ნორმათა დუბლირების თავიდან აცილების მიზნით 493 მუხლის საჭიროება აღარ არსებობს.

მე-2 მუხლი:

მეორე მუხლი ადგენს კონკრეტულ ვადას – 2017 წლის 1 სექტემბერი, რა დრომდეც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს ამ ცვლილებებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.

მეორე მუხლით, ამ კანონიდან გამომდინარე სამართლებრივი აქტების მიღებისათვის კონკრეტული ვადა დგინდება აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის, კერძოდ, ეს ვადა არის 2018 წლის 1 მაისი.

გარდა ამისა, განისაზღვრება საქართველოს განაწილების ქსელის განვითარების პირველი ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების ვადა, კერძოდ, ეს ვადა არის არაუგვიანეს 2019 წლის 1 იანვრისა.

მე-3 მუხლი:

ეს მუხლი ეხება კანონის ამოქმედების საკითხს. კერძოდ:

ა) „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ შემოღებასთან დაკავშირებული დებულებები, აგრეთვე გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ტესტირების გარეშე ანაზღაურების შემთხვევის განსაზღვრასთან დაკავშირებული დებულებები ამოქმედდება 2017 წლის 1 სექტემბრიდან;

ბ) დერეგულირებასთან და განაწილების ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შემოღებასთან დაკავშირებული დებულებები ამოქმედდება 2018 წლის 1 იანვრიდან;

გ) პირდაპირი მომხმარებლის „ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად“ და „ბუნებრივი გაზის პირდაპირ მომხმარებლად“ დაზუსტებასთან დაკავშირებული დებულებები, აგრეთვე ბაზარზე ელექტროენერგიის მყიდველთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებული დებულებები ამოქმედდება 2018 წლის 1 მაისიდან;

დ)  ყველა სხვა დანარჩენი დებულებები ამოქმედდება კანონის გამოქვეყნებისთანავე.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.

ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ფინანსურ შედეგებზე იმ პირთა მიმართ, ვისზედაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტის ავტორია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი  კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება

 

მუხლი 2. განმარტებები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობა – გადამცემი ქსელის ექსპლუატაცია გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით;

ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე ძაბვის სხვა საფეხურის იმ გადამცემ ქსელებსა და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში, გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის; ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; გადამცემი ქსელი, გადამცემი ქსელის ყველა ნაწილი სავალდებულოა, სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით გადაეცეს გადამცემი სისტემის ოპერატორს ოპერირების უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ერთი და იგივე პირია;

გ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებსა და მომხმარებელს. გამანაწილებელი ქსელი მოიცავს 0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელებს, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა. ამავე ტერმინით აღინიშნება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელიც მოიცავს 1,2-0,6-0,3-0,005 მპა წნევის გაზსადენებს;

დ) ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა – ორი ან ორზე მეტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან (გადაცემის ლიცენზიატისა და ელექტროენერგიის მწარმოებლის მფლობელობაში არსებული ორი ან ორზე მეტი ქვესადგურიდან) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიღებული ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე რეალიზაცია (განაწილება), აგრეთვე ელექტროენერგიის გატარება;

ე) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის საქმიანობა – ლიცენზიატების და მომხმარებლების ტექნიკური მართვა მიწოდებისა და მოხმარების სტაბილური რეჟიმის უზრუნველსაყოფად და საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის განხორციელება. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ დისპეტჩერიზაციის საქმიანობის ერთი ლიცენზიის გაცემა;

ვ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

ზ) ლიცენზია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;

თ) ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიატი) – პირი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;

ი) მიღების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და განაწილების ლიცენზიატი გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელში მიიღებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას წარმოების ან/და სხვა გადაცემის ლიცენზიატის ან/და სხვა განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელიდან და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემისაგან ელექტროენერგიის იმპორტის ჩათვლით, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ბუნებრივ გაზს, იმპორტის ჩათვლით;

კ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და წარმოების ლიცენზიატი გადამცემი ან/და წარმოების ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემებს;

1) მომხმარებელი – პირდაპირი მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელი, აგრეთვე პირი, რომელიც წყალმომარაგების სისტემიდან მოიხმარს სასმელ წყალს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის;

ლ) პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო ბუნებრივ გაზს – ტრანსპორტირების სისტემიდან, და რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი;

მ) რეგულირების საფასური – „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადასახდელი;

ნ) ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა – წარმოების საშუალების მიერთება გადამცემ, გამანაწილებელ ან/და მომხმარებლის ელექტრულ ქსელებთან და ელექტროენერგიის მიწოდება (ან მისი მიწოდებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა) გადამცემ, გამანაწილებელ ან მომხმარებლის ელექტრულ ქსელში, აგრეთვე ამ ელექტროენერგიის გაყიდვა, გარდა ამ კანონის 235 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ო) ექსპორტიორი – პირი, რომელიც მიწოდების პუნქტში ყიდის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) საქართველოს ფარგლებს გარეთ;

პ) იმპორტიორი – პირი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან ერთზე მეტ მიღების პუნქტში მიიღებს და გაყიდის ან/და თვითონ მოიხმარს ელექტროენერგიას (სიმძლავრეს);

ჟ) (ამოღებულია);

რ) (ამოღებულია);

ს) (ამოღებულია);

ტ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს:

ტ.ა) ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას;

ტ.ბ) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საქმიანობებს;

ტ.გ) პირდაპირი ხელშეკრულებების, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს;

ტ.დ) პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს;

ტ.ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, განაწილების საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს;

ტ.ვ) ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოებისთვის ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარების, იმპორტისა და ექსპორტის განსხვავებული პირობებისა და პროცედურების დადგენას;

ტ.ზ) სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის სპეციალური აუქციონის გარეშე ათვისების პროცედურებსა და პირობებს;

ტ.თ) სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის ათვისებისთვის სპეციალური აუქციონის პრინციპებს და პირობების განსაზღვრის წესს;

ტ.ი) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს;

ტ.კ) საბალანსო ელექტროენერგიის ფასის განსაზღვრის წესსა და პირობებს;

ტ.ლ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ფაქტობრივი დანაკარგების, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტის დროს, განსაზღვრის წესს;

ტ.მ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის სტატუსის მინიჭების საფუძვლებსა და კრიტერიუმებს, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ტესტირების წესს;

ტ.ნ) საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული სიტუაციის დროს ელექტროენერგიის იმპორტისა და მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიისას ელექტროენერგიის ექსპორტის წესს;

ტ.ო) ამ პუნქტით განსაზღვრულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;

უ ) (ამოღებულია);

ფ ) „ბუნებრივი გაზი“ ან „გაზი“ – ნახშირწყალბადები, რომლებიც 1.2 მპა წნევასა და 200C ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31.8მჯ/მ3 (7600 კკალ/მ3);

ქ ) „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა” ან „ტრანსპორტირების სისტემა“ – ყველა მილსადენი, საკომპრესორო სადგური, საზომი სადგური და სხვა მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან და რომელთაც ფლობს ან მართავს ან/და ექსპლუატაციას უწევს ტრანსპორტირების ლიცენზიატი. ტრანსპორტირების სისტემა მოიცავს ყველა მილსადენს და მოწყობილობას, რომელიც მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, საკომპრესორო სადგურების, საზომი სადგურებისა და სხვა მოწყობილობების ჩათვლით, რომლებიც მითითებულია ტრანსპორტირების ლიცენზიაში;

ღ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობა – ტრანსპორტირების სისტემის ექსპლუატაცია ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით;

ყ) ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა – ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიმწოდებლის მოთხოვნით ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მომარაგება კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში;

შ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც იძენს ბუნებრივ გაზს და ყიდის მას სხვა მიმწოდებლებზე ან/და მომხმარებლებზე;

ჩ) სამინისტრო − საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

ც) ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის, გატარების და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს;

ძ) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა – ორი ან ორზე მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის (ელექტროენერგეტიკული სისტემების ნაწილის) ერთიანი პარამეტრებით, სინქრონული მუშაობის პროცესი, რომლის მიზანია ენერგოსისტემების მდგრადობის უზრუნველყოფა. ამავე ტერმინით განისაზღვრება ორი ან ორზე მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის (ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილის) ასინქრონული მუშაობის პროცესი;

წ) (ამოღებულია);

ჭ) საიმედოობის სტანდარტები – გადაცემის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს სისტემის მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნები, მიუხედავად მუშაობის პირობების ცვლილებისა. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამის ნორმატიულ აქტში, აგრეთვე შესაბამის ლიცენზიებში;

ხ) ხელშეკრულების მხარის საიმედოობის სტანდარტი – მოთხოვნა, რომ დისპეტჩერიზაციის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი და ხელშეკრულების სხვა მხარე ვალდებული იყვნენ ადეკვატურად ასახონ მათი მოსალოდნელი დატვირთვა და ცვლილებები ისე, რომ არ გამოიწვიონ გაუმართლებლად ზედმეტი ხარჯების წარმოქმნა ხელშეკრულების მხარეების მიმართ. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამისი ბაზრის წესებში, ასევე შესაბამის ლიცენზიებში;

ჯ) დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიისა და ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად, ტრანსპორტირების ან განაწილების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება;

1) ნაწილობრივი დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიის გარეშე და ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად, ტრანსპორტირების ან განაწილების ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება;

ჰ) საგანგებო მდგომარეობა – „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სიტუაცია;

1) „ბაზრის წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ და „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები“;

2) „მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ და „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები;

3) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატებს, წარმოების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებსა და, მეორე მხრივ, საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს, აგრეთვე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდების, მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვის ან/და ჭარბი ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების წესს;

4) ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელს, განაწილების ლიცენზიატს ან/და საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს;

5) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური – ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 13 მეგავატს. ამასთანავე, ამ ტერმინით, კონტექსტიდან გამომდინარე, აღინიშნება პირი, რომელიც ფლობს და ექსპლუატაციას უწევს აღნიშნულ ელექტროსადგურს;

6) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან, ხოლო ბუნებრივ გაზს – განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის პირდაპირი მომხმარებელი;

7) პირდაპირი ხელშეკრულება – ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება შესასყიდი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის რაოდენობა, ფასი, ვადა, პირობები და ხარისხობრივი მაჩვენებლები და რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

8) საბალანსო ელექტროენერგია – კვალიფიციური საწარმოების მიერ შესყიდული ან/და გაყიდული ელექტროენერგია (სიმძლავრე), რომლითაც ხდება მყიდველთა და გამყიდველთა ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება, მათ შორის, პირდაპირი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობების დაბალანსება;

9) გარანტირებული სიმძლავრე – გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელიც ემსახურება ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობას, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას და რომლის ოდენობასაც თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;

10) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში, აგრეთვე პირი ამ კანონის 24 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

11) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (შემდგომ – ბაზრის ოპერატორი) – სააქციო საზოგადოება „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (საიდენტიფიკაციო კოდი №205170036) ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნათა დაკმაყოფილების (დაბალანსების) მიზნით ყიდულობს და ყიდის საბალანსო ელექტროენერგიასა და გარანტირებულ სიმძლავრეს, აგრეთვე ასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

12) გრძელვადიანი ტარიფი – წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ან ზღვრული ფასი, რომელიც დადგენილია არანაკლებ 3-წლიანი პერიოდისთვის;

13) გარანტირებული სიმძლავრის წყარო – ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჭირო მინიმალური გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თბოელექტროსადგური ან თბოელექტროსადგურები (წარმოების ლიცენზიატი ან წარმოების ლიცენზიატები), რომელსაც/რომლებსაც გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არაუმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის აღება – არაუმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა ასევე განსაზღვრავს შესაბამისი წყაროს მიერ ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს. ამასთანავე, 2010 წლის შემდეგ აშენებული თბოელექტროსადგურის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის პროცენტული წილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურით უნდა ანაზღაურდეს;

14) გატარება – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის გადატანა;

15) წყალმომარაგების საქმიანობა – სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, მომხმარებლებისათვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კონკრეტული წყალმომარაგების სისტემის/სისტემების ფარგლებში ;

16) სასმელი წყალი – სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისი ხარისხის წყალი;

17) წყალარინება – ჩამდინარე წყლის გატარება და გამწმენდი ნაგებობების საშუალებით დასაშვებ ნორმამდე გაწმენდა;

18) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა – წყლის მიღების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელის (მილსადენები, რეზერვუარები, ღია და დახურული არხები, საჭიროების შემთხვევაში სატუმბავი სადგურები და სხვა) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მისაწოდებლად;

19) სასმელი წყლის მიწოდება – წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მიწოდება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით.

20) სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს;

21) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა – წყალმომარაგების ტარიფის გაანგარიშებისას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ თითოეული წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის ინდივიდუალურად განსაზღვრული ერთ სულ მოსახლეზე სასმელი წყლის ნორმა, რომელიც აისახება წყალმომარაგების ტარიფში;

22) განახლებადი ენერგიის წყაროები – არაწიაღისეული, მდგრადი ენერგიის ყველა წყარო, რომელიც წარმოიშობა, მაგრამ არ შემოიფარგლება: ბიო- და ჰიდროენერგიებით, გეოთერმული, მზის, ქარისა და ზღვის (მათ შორის, დინებების, ტალღების და თერმული) ენერგიებით;

23) ქსელის წესები − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს გადაცემის ქსელის წესებს და განაწილების ქსელის წესებს. ქსელის წესები მოიცავს გადაცემისა და განაწილების ქსელების მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის პროცედურებს, პირობებს, პრინციპებს, სტანდარტებს და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს;

24) ტრანზიტის დამკვეთი − პირი, რომელსაც ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან გაფორმებული აქვს ამ კანონის 414 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება;

25) გადამცემი სისტემის ოპერატორი – ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, რომელსაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებთან გაფორმებული აქვს სათანადო ხელშეკრულება მათი კუთვნილი გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის უფლებამოსილების ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გადაცემის შესახებ და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს;

26) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური – საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს.

 

მუხლი 3. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება

1. სამინისტრო შეიმუშავებს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს  მათ განორციელებას. ამ ამოცანის გადაწყვეტის პროცესში სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ენერგეტიკის დარგში განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტების, აგრეთვე მათზე დაფუძნებული ენერგეტიკული სექტორის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) ენერგეტიკის დარგში რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა, აგრეთვე სახელმწიფო ინვესტირების განხორციელება;

გ) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვისა და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე ამ დარგებში ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიისა და წესების შემუშავება;

დ) ენერგეტიკის დარგში საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობა, დარგის ტექნიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგი;

ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

ვ) ენერგეტიკის დარგში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა, აგრეთვე სახელმწიფო ინვესტირების განხორციელება;

ზ) ენერგეტიკის დარგში ბუნების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, პროგრამების შემუშავებისას და განხორციელებისას ეკოლოგიური ასპექტების ოპტიმალურად გათვალისწინება;

თ) ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებსა და უცხო ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა, აგრეთვე ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში ტრანზიტისა და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობების ხელშეწყობა;

ი) საგანგებო მდგომარეობისთვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება;

კ) ენერგეტიკის დარგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის განსაზღვრა, რეკომენდაციების შემუშავება, ასევე მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება;

ლ) ენერგეტიკული რესურსების მოპოვების გაფართოების, განახლებადი (ალტერნატიული) ენერგიის წყაროების უპირატესი ათვისების, ენერგოეფექტიანი ღონისძიებების ხელშეწყობა, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტიანობის გაზრდასთან;

მ) (ამოღებულია).

2. სამინისტროს ფუნქციებს არ მიეკუთვნება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მესაკუთრის, მარეგულირებელი და ოპერატიულ-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება.

3. სამინისტრო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ასევე ამტკიცებს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსს;

ბ) ბუნებრივი გაზის ბალანსს;

გ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებს“;

დ) „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებს“;

ე) ენერგეტიკული ობიექტების, მოწყობილობებისა და დანადგარების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმებსა და წესებს;

ვ ) საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას –საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე .

4. ენერგეტიკულ დარგში სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე.

5.(ამოღებულია).

6. ენერგეტიკული ობიექტების დაცვის ზონები, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფები, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრები, დაცვის ზონებში მოქმედი შეზღუდვები და სამუშაოთა წარმოების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

მუხლი 31. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები

1. სამინისტრო უფლებამოსილია საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.

2. სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

3. სამინისტრო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.

4. (ამოღებულია – 21.04.2017, № 651).

5. სამინისტროს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

 

მუხლი 6 . კომისიის წევრები და წევრობის ვადები

1. კომისია შედგება 5 წევრისაგან. კომისიის წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც კომისიის წევრებს ირჩევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

2. კომისიის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.

3. კომისიის წევრი აირჩევა 6 წლით. კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა არჩეულ იქნეს 6-წლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საქართველოს პარლამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ირჩევს კომისიის ახალ წევრს დარჩენილი ვადით.

4. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

 

მუხლი 221 . ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა

1. ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება პირდაპირი ხელშეკრულებით ან ბაზრის ოპერატორის მეშვეობით, პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ბაზრის ოპერატორის წინადადების საფუძველზე ამტკიცებს კომისია.

2. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები ვალდებული არიან, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი ვადების, პირობებისა და პროცედურების დაცვით დაარეგისტრირონ პირდაპირი ხელშეკრულება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაშია მხოლოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ რეგისტრაციის შემდეგ. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, არ მოახდინოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეესაბამება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ ვადებს, პირობებსა და პროცედურებს.

3. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება მხოლოდ ბაზრის ოპერატორის მეშვეობით როგორც პირდაპირი ხელშეკრულებებით, ისე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. ამ მიზნით ბაზრის ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს საბალანსო ელექტროენერგიის როგორც მყიდველებისათვის, ისე გამყიდველებისათვის.

4. ბაზრის ოპერატორი საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და იმპორტიორისაგან. ბაზრის ოპერატორისაგან საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდიან განაწილების ლიცენზიატი, ამ კანონის 495 მუხლით განსაზღვრული პირი/პირები, პირდაპირი მომხმარებელი, ექსპორტიორი, ელექტროენერგიის მწარმოებელი ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარების ნაწილში, ხოლო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში − დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. კვალიფიციური საწარმო, რომელიც მიაწვდის ან მიიღებს საბალანსო ელექტროენერგიას, ითვლება შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების მხარედ სტანდარტული პირობებით.

5. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება ხდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით.

6. ელექტროენერგიის გამყიდველის მოთხოვნის არსებობისას ელექტროენერგიის შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მისი საფასურის გადახდის უზრუნველყოფის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალების წარმოდგენის შემთხვევაში.

 

  მუხლი 231 . გარანტირებული სიმძლავრე

1. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველყოფა, ასევე საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დაბალანსება ხორციელდება ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული გარანტირებული სიმძლავრით.

2. გარანტირებული სიმძლავრე იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაში. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია სიმძლავრე დაუქვემდებაროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. გადაწყვეტილებას გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გამოყენებისა და მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების დატვირთვის მოცულობასა და მიზანშეწონილობაზე დამოუკიდებლად იღებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის შესაბამისად, განახორციელოს საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესითა და პირობებით.

3. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნა მოწმდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესითა და პირობებით. წარმოების საშუალებების ტესტირება სავალდებულოა წელიწადში ერთხელ მაინც, ასევე შეკეთების ან/და რემონტის ჩატარების შემდეგ, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრულ შემთხვევებში. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს თავის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების ტექნიკური შესაძლებლობებისა და პარამეტრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

4. გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა ხდება მხოლოდ ბაზრის ოპერატორის მეშვეობით. ამ მიზნით ბაზრის ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს როგორც გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის, ისე გარანტირებული სიმძლავრის მყიდველი კვალიფიციური საწარმოებისათვის. გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ბაზრის ოპერატორის წინადადების საფუძველზე ამტკიცებს კომისია.

5. ბაზრის ოპერატორი გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდის და, შესაბამისად, გარანტირებული სიმძლავრის საფასურს აუნაზღაურებს იმ თბოელექტროსადგურს, რომელიც შესაბამის პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულია გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ და რომლის მზადყოფნაც შემოწმებული და დადასტურებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესითა და პირობებით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ბაზრის ოპერატორს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია გარანტირებული სიმძლავრის თაობაზე, შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მითითებით.

6. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ პირდაპირი ხელშეკრულებით ან ბაზრის ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის წესი განისაზღვრება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“.

7. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ აუნაზღაურდება:

ა) იმ შემთხვევაში, როცა გარანტირებული სიმძლავრის წყარო ელექტროენერგეტიკულ სისტემას ვერ უზრუნველყოფს გარანტირებული სიმძლავრის იმ ოდენობით, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ;

ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების შეკეთების ან/და რემონტის პერიოდში;

გ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ ანაზღაურდება მანამ, სანამ ტესტირების შედეგად არ დადასტურდება გარანტირებული სიმძლავრე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობით.

9. ბაზრის ოპერატორისაგან გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდიან განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები, რომლებიც არიან ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების მხარეები სტანდარტული პირობებით. განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები ვალდებული არიან, ბაზრის ოპერატორს აუნაზღაურონ გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისთვის გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური მათ მიერ მიწოდების პუნქტებში მიღებული ელექტროენერგიის (განაწილების ლიცენზიატის შემთხვევაში – ამ კანონის 235 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ელექტროენერგიის გარდა) რაოდენობის პროპორციულად. გადასახდელი თანხის დარიცხვას, ამოღებას და გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ბაზრის ოპერატორი ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

10. გარანტირებული სიმძლავრის წყარო არის ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების მხარე სტანდარტული პირობებით და იგი ვალდებულია მზადყოფნაში იქონიოს თავის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებები გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის. პასუხისმგებლობა ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის ეკისრება შესაბამის გარანტირებული სიმძლავრის წყაროს.

 

 მუხლი 241. ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს ელექტროენერგიის წარმოების, მიღებისა და გაცემის სპეციალური წესი  

1. ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობას აგრეთვე განეკუთვნება, მაგრამ ლიცენზირებას არ ექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, დადგენილი წესით წარმოების საშუალების ნებისმიერ ქსელთან მიერთება, ელექტროენერგიის მიწოდება ან/და გაყიდვა ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს.

2. პირი, რომელსაც სურს განახორციელოს მის მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურის საცდელი გაშვება ან/და კომპლექსური გასინჯვა ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, ვალდებულია საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დასარეგისტრირებლად ბაზრის ოპერატორს წინასწარ წარუდგინოს სათანადო განაცხადი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის თანხმობა ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის შესახებ. ბაზრის ოპერატორის მიერ ელექტროსადგურის მფლობელი პირის დარეგისტრირების შემთხვევაში ეს პირი არის ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის ნაწილში კვალიფიციური საწარმო რეგისტრაციის თარიღიდან აღნიშნული პირის იმავე ელექტროსადგურის ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად – კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციის თარიღამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.

3. კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრირებული ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს გამომუშავებული (სალტეზე გაცემა) ელექტროენერგია საბალანსო ელექტროენერგიაა.

4. ამ მუხლით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს მიღებული ელექტროენერგია საბალანსო ელექტროენერგიაა და მასზე გადაიხდება ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული ყველა გადასახდელი, რომლებსაც ელექტროენერგიის მიღებისას პირდაპირი მომხმარებელი იხდის.

 

 მუხლი 28. ელექტროენერგიის აღრიცხვა, გაყიდვა, მრიცხველები

1. დადგენილი სტანდარტების, წესებისა და სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებული არიან, აღრიცხონ თავიანთ საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ. ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებული არიან, ხოლო კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს მრიცხველების ინსპექცია შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

2. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ურთიერთობები ხორციელდება სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებით.

3. ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემა ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის დანახარჯს ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს. ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში არის ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს გადაცემის ლიცენზიატის მფლობელობაში მყოფი ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, მოხმარებას ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის რეჟიმში ჩართვის პერიოდში და სინქრონიზაციისას აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებში, ძალოვან, ვოლტდამმატ და გამზომ ტრანსფორმატორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, მაშუნტირებელ რეაქტორებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში, აგრეთვე სხვა ტექნიკურ დანაკარგებს ელექტროგადამცემი ხაზის მუშა და უქმი სვლის რეჟიმებში.

 

  მუხლი 34. გადაცემის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული გადაცემის ლიცენზია უფლებას აძლევს იურიდიულ პირს, განახორციელოს გადაცემის მომსახურება გადამცემი ქსელის საშუალებით.

2. ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს გადამცემი სისტემა, რომელიც ჩართული იქნება გადამცემ ქსელში, რომელსაც ექსპლუატაციას გაუწევს ლიცენზიატი, რაც გულისხმობს საშუალებებს მიღების პუნქტსა და მიწოდების პუნქტს შორის. თუ საჭიროა წარმოების ლიცენზიატის საშუალებების პირდაპირი მიერთება განაწილების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის საშუალებებზე, კომისიას უფლება აქვს, გადაცემის მომსახურების პარამეტრების დადგენის მიზნით მოითხოვოს მიღებისა და მიწოდების პუნქტების ურთიერთდაკავშირების განცალკევება გადამცემი ქსელის მინიმალური სექციით.

21. გადამცემი ქსელი, გადამცემი ქსელის ყველა ნაწილი სათანადო ხელშეკრულების

გაფორმებით, ანაზღაურების ან სხვა კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე, გადაეცემა

გადამცემი  სისტემის ოპერატორს  ოპერირების უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც

 ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის

ლიცენზიატი ერთი და იგივე პირია.  ხელშეკრულება გადამცემი

ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის უფლებამოსილების            

ელექტროენერგიის  დისპეტჩერიზაციის

ლიცენზიატისათვის გადაცემის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა

აწესრიგებდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის უფლებამოსილებებს გადამცემი

ქსელის  ოპერირებისას და გადამცემი ქსელის პერსპექტიული განვითარების

დაგეგმვისას,  აგრეთვე გადამცემი ქსელის მართვა-

განვითარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორსა

და ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს შორის ურთიერთობის სხვა საკითხებს.

3. (ამოღებულია).

4.(ამოღებულია).

5.(ამოღებულია).

6. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) უზრუნველყოს გადამცემი ქსელის ფუნქციონირება შესაბამისი ნორმატიული აქტის შესაბამისად;

ბ ) შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

გ ) შეიმუშაოს სათანადო ინსტრუქციები გადამცემი ქსელისა და მიერთებული საშუალებების უსაფრთხო, საიმედო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაკავშირებისა და ექსპლუატაციის შესახებ;

დ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ე) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

7. (ამოღებულია).

8. გადაცემის მომსახურება გაიწევა პირდაპირი ხელშეკრულების ან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ გამოიყენება ელექტროენერგიის ექსპორტთან ან/და ტრანზიტთან დაკავშირებული გადაცემის მომსახურებაზე. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მოქმედებს, თუ კონკრეტულ კვალიფიციურ საწარმოსთან არ არის გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულების არარსებობა გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოს მიერ ხელშეკრულების პირობების ან კანონმდებლობის დარღვევით. გადაცემის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს გადაცემის ლიცენზიატის წინადადების საფუძველზე ამტკიცებს კომისია.

 

მუხლი 35. დისპეტჩერიზაციის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული დისპეტჩერიზაციის ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვა ცენტრალური და რეგიონალური სადისპეტჩერო სამსახურების საშუალებით.

2.(ამოღებულია).

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად, დამტკიცებული ბალანსებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნების თანახმად;

ბ) დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომლებიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლის მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად;

გ) იხელმძღვანელოს დამტკიცებული ბალანსებით, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესითა და პირობებით უზრუნველყოს პირდაპირი ხელშეკრულების შესრულება, საბალანსო ელექტროენერგიითა და სისტემაში არსებული თავისუფალი სიმძლავრის გამოყენებით კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნის დაკმაყოფილება, მოახდინოს ელექტროენერგიის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ან შეწყვეტა;

დ ) შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

ე) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ვ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები;

ზ) აწარმოოს პირდაპირი ხელშეკრულებების ერთიანი ნუსხა;

თ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, ბაზრის ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია პირდაპირ ხელშეკრულებებში გასაყიდად დაფიქსირებულ ელექტროენერგიის რაოდენობაზე;

ი ) უზრუნველყოს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით გადამცემი ქსელის მიღება  ოპერირების უფლებით, საქართველოსკანონმდებლობით და ასეთი ხელშეკრულებით  გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატის მიმართ;

კ ) უზრუნველყოს დამატებითი / სასისტემო მომსახურების ორგანიზება და ამ  მომსახურების გაწევა „ ელექტროენერგიის ( სიმძლავრის ) ბაზრის წესებით “ დადგენილი  წესით.

4. დისპეტჩერიზაციის მომსახურება გაიწევა პირდაპირი ხელშეკრულების ან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ გამოიყენება ელექტროენერგიის ექსპორტთან ან/და ტრანზიტთან დაკავშირებული დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მოქმედებს, თუ კონკრეტულ კვალიფიციურ საწარმოსთან არ არის გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულების არარსებობა გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოს მიერ ხელშეკრულების პირობების ან კანონმდებლობის დარღვევით. დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წინადადების საფუძველზე ამტკიცებს კომისია. 

 

მუხლი 36. განაწილების ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული განაწილების ლიცენზია უფლებას აძლევს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, იყიდოს, გაატაროს, გაანაწილოს და გაყიდოს ელექტროენერგია.

2. (ამოღებულია).

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა ) საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს ელექტროენერგიის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი ენერგომომარაგება, მათ მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პირობით;

ბ) უზრუნველყოს მიღებული ელექტროენერგიისა და მომსახურების ღირებულების დროული, სრული და გარანტირებული ანაზღაურება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად. ამ დებულების დამრღვევ განაწილების ლიცენზიატს პასუხისმგებლობა ეკისრება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ ) (ამოღებულია) ;

დ ) გაუწიოს მომხმარებელს გამანაწილებელი მომსახურება, კომისიის მიერ დადგენილი წესების და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად;

ე) უზრუნველყოს თავისი ლიცენზიის მოქმედების სფეროში მომხმარებელთა ელექტროენერგიით (სიმძლავრით) უწყვეტი მომარაგება შესაბამისი გადახდის პირობით;

ვ ) შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და ელექტროენერგიის საფასურის მოკრების პროცედურები;

ზ ) შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

თ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ი ) თავის სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

ი.ა) ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;

ი.ბ) მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და ელექტროენერგიის საფასურის მოკრების პროცედურებს;

ი.გ) ლიცენზიატის ფუნქციონირების სტანდარტების აღწერა, რომელიც შეიცავს ახალი მომხმარებლების მიერთების პირობებს.

კ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

4. (ამოღებულია).

 

მუხლი 40. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (ტრანსპორტირების ლიცენზია)

1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ტრანსპორტირების სისტემით.

2. ლიცენზიატმა უნდა განსაზღვროს შემოთავაზებული მომსახურებისათვის გამოსაყენებელი მარშრუტი, მილსადენები და სხვა მოწყობილობა, მიღებისა და მიწოდების პუნქტების ჩათვლით, რომლებიც გამოყენებული იქნება მის მიერ.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან პირდაპირი მომხმარებლის ან გამანაწილებელი ქსელის მიერთება არ საჭიროებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის მოდიფიცირებას, როცა ბუნებრივი გაზის მიწოდების სისტემაზე ხორციელდება ისეთი მიერთება, რომელიც ახალი მიწოდების პუნქტამდე იწვევს მილსადენის, გაზგამანაწილებელი სადგურის, რეგულატორის, სარქვლის, აღრიცხვის კვანძის ან/და სხვა გაზომვის საშუალებების მიერთება-დამონტაჟებას.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა ) განავითაროს და შეაკეთოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა ისე, რომ დააკმაყოფილოს ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზიატის მოთხოვნები;

ბ ) შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

გ ) შეიმუშაოს და განახორციელოს ყველა შესაბამისი მითითება ტრანსპორტირების სისტემისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების უსაფრთხო, საიმედო და შეუზღუდავი გამოყენებისათვის;

დ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ე) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

 

მუხლი 41. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია (განაწილების ლიცენზია)

1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს, ექსპლუატაცია გაუწიოს გამანაწილებელ ქსელს, გაანაწილოს და გაატაროს ბუნებრივი გაზი კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.

2. (ამოღებულია).

3. განაწილების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის მიხედვით;

ბ) შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის, აგრეთვე მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურები;

გ) შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

დ) (ამოღებულია);

ე) თავის სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

ე.ა) ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;

ე.ბ) მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების უფლების შეძენისა და გაუქმების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურებს;

ე.გ) ლიცენზიატის ფუნქციონირების სტანდარტების აღწერა, რომელიც შეიცავს ახალი მომხმარებლების მიერთების პირობებს;

ვ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

 

 მუხლი 493. 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებულ ელექტროსადგურთა დერეგულირება

2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ყველა ელექტროსადგური, გარდა იმ თბოელექტროსადგურისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულია გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ, დერეგულირებულ იქნეს.