არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 949-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 080060000.05.001.018479
949-IIს
01/06/2017
ვებგვერდი, 20/06/2017
080060000.05.001.018479
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.“.

2. 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ძალისა და სპეციალური საშუალების სახით დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური ძალის და ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის დასაკავებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ხელკეტი, შესაბოჭი ბადე, ცრემლსადენი გაზი ან/და წყალსატყორცნი.“.

3. 66-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.                                        

4. 67-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.“.

5. 72-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 77-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. განაჩენით დანიშნული სასჯელის სხვა სასჯელით შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვნის მიერ მოსახდელი სასჯელის ზომის დადგენისას, მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, ერთმანეთის შესაბამისად ითვლება შინაპატიმრობის 1 დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი, ჯარიმის 50 ლარი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის 1 დღე.“.

7. 84-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. არასრულწლოვანი მსჯავრდებული სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით, პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით.“.

8. 85-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას. დასაშვებია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების გარეთ მუშაობა.“.

9. 87-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასრულწლოვან ბრალდებულს უფლება აქვს, თვეში ჰქონდეს არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნისა.  მას აგრეთვე აქვს უფლება, დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, და შეუზღუდავად მიიღოს წერილები და ამანათები. აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების ან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.“.

10. 91-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევის, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის ან/და სამუშაოსადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ამ დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) გამოყენებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

დ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ე) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ვ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;

ზ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;

თ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების უფლების მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც არასრულწლოვან მსჯავრდებულს დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომლებიც აკრძალული არ არის;

ი) კომპიუტერული თამაშების თამაშის უფლების მიცემა;

კ) აუდიოვიდეოსაშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემა;

ლ) საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა − დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით.“.

11. 92-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში ამ დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:

ა) გაფრთხილების მიცემა;

ბ) საყვედურის გამოცხადება;

გ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;

დ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით;

ე) ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;

ვ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით, იმ პირობით, რომ ორი კვირის თავზე, სანიმუშო ყოფაქცევის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეუძლია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორს მიმართოს შეზღუდვის გაუქმების შესახებ განცხადებით;

ზ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 1 წლის განმავლობაში 6 თვემდე ვადით.

2. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსება დაუშვებელია.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით დისციპლინური პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია.“.

12. 94-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პატიმრობის დაწესებულებაში/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულების უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, წერილობით გაეცნოს ინფორმაციას თავისი უფლებების (მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლების) და მოვალეობების შესახებ და გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის თაობაზე.“.

13. 95-ე მუხლის:

ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შინაპატიმრობის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, შინაპატიმრობის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის 1 დღე – თავისუფლების აღკვეთის 1 დღე.“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეიცავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესის და მისი გათავისუფლებისთვის მზადყოფნის სრულ შეფასებას, აგრეთვე საკითხის განხილვისას არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.“;

გ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

„9. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში ერთხელ.“.

14. 96-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ან 3ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი.“;

გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში ერთხელ.“.

15. 102-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3−მე-7 ნაწილებისა, მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-14 და მე-15 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3−მე-7 ნაწილები, მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-14 და მე-15 ნაწილები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 ივნისი 2017 წ.

N949-IIს