დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 278 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.019987 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 14/04/2014; 040030000.10.003.017908) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კონკურენციის განვითარებისა და საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის განსახილველად სავალდებულო წინადადებების წარდგენა;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით;“. 3. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი: „ა2) უფლებამოსილია, განახორციელოს ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭება თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და მათი მოადგილეებისთვის;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა 1. სააგენტოს ცენტრალური აპარატი აერთიანებს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტი; გ) იურიდიული დეპარტამენტი; დ) ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტი. 2. არცერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში არ შედიან სააგენტოს შემდეგი მოსამსახურეები: ა) საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; გ) შიდა მონიტორინგის მენეჯერი. 3. სააგენტოს შესაძლოა ჰყავდეს წარმომადგენლები რეგიონებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებში. 4. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს – დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც შესაძლოა ჰყავდეს მოადგილე. 5. სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებითა და სააგენტოს შინაგანაწესით. 6. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმისწარმოება და არქივის წარმოება; ბ) ადამიანური რესურსების მართვა; გ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება, შეფასება, კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრენინგის საჭიროების კვლევა; დ) სააგენტოში კონკურსისა და რეორგანიზაციის პროცესების წარმართვა; ე) სააგენტოს საქმიანობის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა; ვ) სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში ახალი ინფორმაციის განთავსების ტექნიკური უზრუნველყოფა; ზ) სააგენტოს საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება და ფინანსების მართვა; თ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ი) სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროაქტიული ინფორმაციის გამოქვეყნების პროცესში მონაწილეობა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტებისა და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება; პ) სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სააგენტოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება; რ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; ს) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ტ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 7. ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ეკონომიკური აგენტების ანტიკონკურენციული ქმედებების (კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებები და ხელშეკრულებები, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მოკვლევის წარმოება, საჩივრების/განცხადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ბ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის შესაძლო ფაქტების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების შემუშავება; გ) ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტების შესწავლა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებების განხილვა, შესაბამისი დასკვნის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ე) კონკურენტული გარემოს მდგომარეობის შეფასება და კონკრეტულ სასაქონლო/მომსახურების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე საკითხის დასმა მოკვლევის დაწყების თაობაზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 8. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) ნორმატიული აქტების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების მომზადება; გ) საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა; დ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა; ე) სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება; ზ) კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება; თ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება; კ) სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პროაქტიული ინფორმაციის თავმოყრა და გამოქვეყნება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; ო) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; პ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 9. ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების ანალიზი, დარგობრივი და თემატური კვლევები, მარეგულირებელი ქმედებების კონკურენციული ეფექტის შეფასება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება; ბ) ანალიტიკურ მონაცემთა ბაზების შექმნა და განახლება; გ) სახელმწიფო დახმარებების პროექტების შეთანხმება; სახელმწიფო დახმარებების პროგრამებისა და სქემების კონკურენციის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის პროექტის მომზადება; სახელმწიფო დახმარებების კონკურენციული ეფექტის შეფასება; დ) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და მონიტორინგის ანგარიშის პროექტების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებების განხილვა, სასაქონლო/მომსახურების ბაზარზე კონცენტრაციის დონისა და ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილების განსაზღვრა; შესაბამისი დასკვნის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ვ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 10. რეგიონული წარმომადგენლების ფუნქციაა კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება რეგიონულ დონეზე. რეგიონული წარმომადგენლების დეტალური ფუნქციები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით. 11. საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ძირითადი ფუნქციებია: ა) საზღვარგარეთის ქვეყნების კონკურენციის უწყებებთან, სხვა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის ორგანიზება, კორესპონდენციის მომზადება და კომუნიკაცია; ბ) საერთაშორისო ფორუმების, სასწავლო პროგრამების, კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება; სააგენტოს წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის თავმოყრა და სისტემატიზაცია; გ) სააგენტოს კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, ინფორმაციის დამუშავება და შეთანხმება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტების და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება; ვ) საზღვარგარეთის ქვეყნებში სააგენტოს წარმომადგენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; ზ) თავისი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ასევე საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 12. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ძირითადი ფუნქციებია: ა) სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება; ბ) სააგენტოში მიმდინარე პროცესების, ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; გ) სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სააგენტოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზება; ექსპერტებისაგან კონსულტაციების მიღება, რეკომენდაციების გაზიარება; დ) სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია; ე) პრესის მიმოხილვისა და ანალიზის მომზადება; ვ) პრესკონფერენციების, სემინარების, ინტერვიუების, ბრიფინგების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება; ზ) სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; ი) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; კ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 13. შიდა მონიტორინგის მენეჯერის ძირითადი ფუნქციებია: ა) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის შიდა მონიტორინგი; ბ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისა და სააგენტოს შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი; გ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ კანონიერების, დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დაცვის კონტროლი; სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; დ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა პრევენცია ან/და მათი რისკფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; ე) სააგენტოს თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა; ვ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის პროცესის ხელშეწყობისათვის; ზ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული მასალების მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“. 5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სააგენტოს წლიური ანგარიში არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი მაისისა, სააგენტო ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს გაწეული მუშაობისა და საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციული გარემოს მდგომარეობის შესახებ. წლიური ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონული ფორმით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები