შპს „ქ. ბათუმის №1 საავადმყოფოს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს „ქ. ბათუმის №1 საავადმყოფოს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2157
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 31/05/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/2157
31/05/2017
ვებგვერდი, 09/06/2017
შპს „ქ. ბათუმის №1 საავადმყოფოს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 საქმე 2/2157

განჩინება

საქართველოს სახელით

2017 წლის 31 მაისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი /მოვალე/  – შპს ქ. ბათუმის №1 საავადმყოფო“;

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოება.

 

:

2014 წლის 17 დეკემბერს შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოს“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ლაშა მიქელაძემ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად მოითხოვა შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოს“ გაკოტრება.

2015 წლის 5 იანვრის განჩინებით შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოს“ დირექტორის ლაშა მიქელაძის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებით შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოს“ (ს/ნ 245426418) მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოს“ გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, ასევე ამავე კრებაზე აღიარებული იქნა კრედიტორთა მოთხოვნები.

2017 წლის 5 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ქეის-მენეჯერმა მიხეილ ლომთაძემ და ითხოვა შპს „ქ. ბათუმის №1 საავადმყოფოს“ (ს/კ 245426418) გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ შპს „ქ. ბათუმის №1 საავადმყოფოს“ გაკოტრების მმართველის მიერ სრულად იქნა მოძიებული და რეალიზებული კომპანიის ქონება, ამასთან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად,  შპს „ქ. ბათუმის №1 საავადმყოფოს“ ქონების ერთიანი კომპლექსის სახით შემძენი დარეგისტრირდა კომპანიის ერთადერთ პარტნიორად. 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს კრედიტორთა კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

:

1. შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოს“ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 12 ივნისს , 12:30 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: – შპს „ქ. ბათუმის №1 საავადმყოფოს“ (ს/კ 245426418) გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

2 .    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის . №11 , მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).

3 .    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .

4 .    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. , . ქუთაისი , კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე                                                            გენადი მაკარიძე