„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-37/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.035.016452
01-37/ნ
07/06/2017
ვებგვერდი, 07/06/2017
010320040.22.035.016452
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-37/ნ

2017 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2015; 010320040.22.035.016330) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-3 მუხლის:
1. პირველი პუნქტის სიტყვები სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტი) შეიცვალოს სიტყვებით ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი.
2. პირველი პუნქტის 1.1. პუნქტის სიტყვები აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი: (კოდი 101) შეიცვალოს სიტყვებით ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი: (კოდი 101).
3. მე-2 პუნქტის 2.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2.1 დეპარტამენტის უფროსი: (კოდი 201)

ა) უმაღლესი განათლება, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ 8 წლის მუშაობის გამოცდილება ჟურნალისტის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობით. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; 

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Power Point,) და Internet-ის მაღალ დონეზე ცოდნა.“.

4. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

3.1 დეპარტამენტის უფროსი: (კოდი 301)

ა) უმაღლესი განათლება, იურიდიული, ეკონომიკური, საბუღალტრო აღრიცხვის ან ფინანსების განხრით, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 8 წლის, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის და აუდიტორის (კონტროლიორი, ინსპექტორი) სპეციალობით ჯანმრთელობის ან სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განხორციელებული პროექტების არანაკლებ 3 აუდიტორულ შემოწმებაში (რევიზია/თემატური შემოწმება) მონაწილეობის, აქედან, არანაკლებ 1 აუდიტის (რევიზია/თემატური შემოწმება) ჯგუფის ხელმძღვანელობის გამოცდილება;

გ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულების,   „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის 593 დადგენილების, „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3.2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: (კოდი 302)

ა) უმაღლესი განათლება, იურიდიული, სამედიცინო, ეკონომიკური, საბუღალტრო აღრიცხვის ან ფინანსების განხრით, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) შიდა აუდიტის ან შიდა კონტროლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის და შრომის, ჯანმრთელობის ან სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების არანაკლებ 3 აუდიტსა და შემოწმებაში მონაწილეობის გამოცდილება;

გ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულების, „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის 593 დადგენილების, „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

3.3. ინსპექტირების სამმართველოს უფროსი: (კოდი 303)

ა) უმაღლესი განათლება, იურიდიული, ეკონომიკური ან სამედიცინო, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) შიდა აუდიტის, შიდა კონტროლის ან/და ინსპექტირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი  და ინსპექტირების განხრით ჩატარებულ 2 შემოწმებაში მონაწილეობის, მათ შორის, 1 შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელობის გამოცდილება;

გ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულების, „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილების, „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3.4. ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 304)

ა) უმაღლესი განათლება, უპირატესობა ენიჭება სამართლის, ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვის ან სამედიცინო განხრით;

ბ) აუდიტის ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულების, „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილების, „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3.5. ინსპექტირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: (კოდი 305-306)

ა) უმაღლესი განათლება, უპირატესობა ენიჭება სამართლის, ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვის ან სამედიცინო განხრით;

ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულების, „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილების, „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3.6. ინსპექტირების სამმართველოს სპეციალისტი: (კოდი 307-308)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულების, „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილების, „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების ცოდნა;

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3.7.  შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი: (კოდი 309)

ა) უმაღლესი განათლება, იურიდიული, ეკონომიკური, საბუღალტრო აღრიცხვის ან ფინანსების განხრით, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება და აუდიტორის სპეციალობით (კონტროლიორი, ინსპექტორი) სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების არანაკლებ 2 აუდიტორულ შემოწმებაში (რევიზია/თემატური შემოწმება) მონაწილეობის, აქედან 1 აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელობის გამოცდილება;

გ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულების, „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილების,  „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3.8.  შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 310-311)

ა) უმაღლესი განათლება, უპირატესობა ენიჭება სამართლის, ეკონომიკური, ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვის ან სამედიცინო განხრით;

ბ) აუდიტის ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულების, „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილების, „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3.9. შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: (კოდი 312-313)

ა) უმაღლესი განათლება, უპირატესობა ენიჭება სამართლის, ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვის ან სამედიცინო განხრით;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულების, „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილების, „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3.10.  შიდა აუდიტის სამმართველოს სპეციალისტი: (კოდი 314)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულების, „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილების, „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების ცოდნა;

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

5. მე-7 პუნქტის 7.9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.9. პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: (716-717-718)

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში;

ბ) არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება სოციალურ სფეროში, უპირატესობა ენიჭება სამუშაო გამოცდილებას ფსიქოლოგიაში, ოკუპაციურ თერაპიაში და სოციალურ სამუშაოში;

გ)   გაეროს   ბავშვის  უფლებათა   კონვენციის,   გაეროს   შშმ  პირთა   უფლებების   კონვენციის,   საქართველოს სამოქალაქო   კოდექსის   (მეურვეობის,   მზრუნველობის და შვილად აყვანის   საკითხები),  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

დ)  ძირითადი   საოფისე   კომპიუტერული   პროგრამების   (MS  office  Word,   Excel, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

6. მე-8 პუნქტის:
ა) 8.3 და 8.4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.3. რეგულირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (კოდი 803-804-805):

ა) უმაღლესი განათლება, სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან ფარმაცევტული განხრით, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ 4 წლის მუშაობის გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში;

გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385  დადგენილების, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

8.4. რეგულირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: (კოდი 806-807)

ა) უმაღლესი განათლება, სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან ფარმაცევტული განხრით, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში;

გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385  დადგენილების, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“;

ბ) 8.7 და 8.8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.7. პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 812-813)

ა) უმაღლესი განათლება, სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაცევტული ან ჯანდაცვის ეკონომიკის განხრით, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში;

გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილების, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

„8.8. პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 814-815)

ა) უმაღლესი განათლება, სამედიცინო ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის განხრით, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ 4 წლის მუშაობის გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში;

გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2
ბრძანება, გარდა ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 10 ივნისიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო